მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის შემოქმედებითი ცენტრი
Permanent link to this article: http://adjaraps.com/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98-3/
ბორჯომი 5/10/09/2011 მედიაჯგუფი ,,აჭარა P.S.“-ის შემოქმედების ცენტრის დამამთავრებელი საფეხურის ჟურნალისტები სასწავლო შემოქმედებითი პროგრამით ბორჯომში იმყოფებიან, პროგრამის ფარგლებში დამწყები ჟურნალისტები ახალი მედიის საფუძვლებს ეუფლებიან. ბორჯომშჳ ვიზიტის დროს მათ შეხვედრები აქვთ ადგილობრივი მედიისა და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ჟურნალისტები ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ყოველდღიურობაზე ტელე-სიუჟეტებს ამზადებენ.
ჩვენ ვსწავლობთ ჟურნალისტიკას 2009 წლიდან მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ბაზაზე შეიქმნა შემოქმედებითი ცენტრი, რომელმაც დაიწყო ახალგაზრდა ჟურნალისტთა აღზრდა ბათუმსა და ქობულეთში. გამოვიდა ორი ახალგაზრდული გაზეთი: „დრო“ და „ახალი ვარსკვლავი“. შემოქმედებითი ცენტრის ჟურნალისტებმა პროფესიული პრაქტიკები გაიარეს თურქეთის ქალაქ ალანიაში, ორდუში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ჯიპას სასწავლებელში, მათ დაათვალიერეს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“და სხვა. მედიაჯგუფი ,,აჭარა P.S.“ – …