Print this Page

ჩვენს შესახებ

აჭარა P.S. 15 წლისაა!

 

 

tch?v=ArVuq3Kfxgw]

გაზეთ,,აჭარა P.S.“-ის რედაქციასა და ჟურნალისტურ კორპუსს აჭარის რეგიონში მუშაობისა და გამოცემის 17 წლიანი გამოცდილება გააჩნია. 1993 წლის 1 სექტემბერს იგი ,,იმედის“ სახელწოდებით დააფუძნა ჟურნალისტმა ტარიელ ქათამაძემ (ამჟამად ჩაქვის #1 საჯარო სკოლის დირექტორი) და 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა ვიწრო სპექტრით, როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის დარგობრივი გაზეთი.1998 წელს გაზეთი გაფართოვდა, მას მიეცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის სტატუსი და ბაზარზე “აჭარა P.S.“-ის სახელწოდებით გამოვიდა ყოველკვირეული პერიოდულობით.იმის გათვალისწინებით,რომ აჭარაში ჩვენ ვიყავით პირველი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა და რეგიონში მაშინ არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში საფუძველი ჩავუყარეთ თავისუფალ სიტყვას, გაზეთმა უცებ მოიპოვა პოპულარობა და მისი ტირაჟიც დღითიდღე იზრდებოდა.არსებობის მანძილზე გაზეთის ჟურნალისტები ქმნიდნენ მკითხველისათვის საინტერესო და აუცილებელ პროდუქტს, სიმართლისათვის გადავიტანეთ არა ერთი შანტაჟი და მუქარა მაშინდელი პოლიტიკური ძალაუფლების მხრიდან, გვქონდა ოცზე მეტი სასამართლო პროცესი,რომლებიც საქართველოს უზენაეს სასამართლომდე მიდიოდა, თუმცა ყველა ასეთი დავა რედაქციის საბოლოო გამარჯვებით ან მორიგებით მთავრდებოდა.2000 წელს გაზეთმა სოროსის ფონდიდან მიიღო 15 ათასლარიანი გრანტი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად,რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ტექნიკური ბაზის გადახალისებასა და გამოცემის ტექნიკურ სრულყოფაში. ხანდაზმულობის მიუხედავად გრანტით მიღებული ტექნიკა დღესაც გამოიყენება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.2001 წელს გაზეთის ჟურნალისტურმა კორპუსმა შექმნა აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია რეგიონში მომუშავე თავისუფალ ჟურნალისტთა მხარდაჭერისა და მათი უფლებების დასაცავად.ჩვენ შევძელით აჭარის მაშინდელი ხელისუფლების მიერ შერისხული და დევნილი ჟურნალისტების გაერთიანება, შევიფარეთ აჭარაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული გაზეთ ,,ალიას“ კორესპონდენტი ჯონი კალანდაძე, საინფორმაციო სააგენტო ,,გეა“ს კორესპონდენტი, პრაქტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას იძულებით ჩამოცილებული მარინე კუპრეიშვილი.ასოციაციამ არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა რეგიონული გამოცემების მხარდასაჭერად.ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების სალჩოსგან მიიღო 8 ათას 455 დოლარიანი გრანტი, რომლის წყალობითაც ჩვენს ძირეულ გამოცემას კიდევ ერთი ახალი ყოველკვირეული საზოგადოებრივ პოლიტიკური გაზეთი დაემატა გაზეთ ,,ახალი ქობულეთის“ სახელწოდებით.მოგვიანებით, გაზეთს შეეცვალა სახელწოდება და 2007 წლიდან დღემდე წარმატებით გამოდის ახალი სახელით: ,,ჩემი ქობულეთი“. გაზეთს აქვს დამოუკიდებელი რედაქცია,საკუთარი ჟურნალისტური კორპუსი და საკუთარი სადისტრიბუციო სამსახური,რის წყალობით იგი ქობულეთის თითქმის ყველა მეორე ოჯახში მიდის.გაზეთ ,,ჩემი ქობულეთის“განახლებული გამოცემა დაედო საფუძვლად მედიაჯგუფის შექმნას, რომელიც დღეს აერთიანებს ოთხ გამოცემას გაზეთებს: ,,აჭარა P.S.“ და ,,ჩემი ქობულეთი“, ავამოქმედეთ მთიანი აჭარის ბიურო, რომელიც ამზადებს დეკადურ ჩანართს ,,ამბები მთიანეთიდან“, შევქმენით მედიასკოლის ანალოგი-შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც ზრდის ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში ქასტინგის წესით შერჩეულ ასზე მეტ ახალგაზრდა ჟურნალისტს.ცენტრის ახალგაზრდა,დამწყები ჟურნალისტებისთვის საკუთარი ძალებით გამოსაცემად ვამზადებთ სპეციალურ სახელმძღვანელოს ტრადიციული და ახალი მედიის საფუძვლებში. ჩვენი მსმენელები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში,უცხოური გამოცდილების გასაცნობად იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში,სადაც გაეცნენ ბეჭდური და ელექტრონული მედიის ჟურნალისტთა საქმიანობას. მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ,,ჯიპას“მედია-მენეჯმენტის კავკასიურ სკოლასთან. ახალგაზრდა, დამწყები ჟურნალისტების ძალებით გამოიცემა ახალგაზრდულ გაზეთები ,,დრო“ და ,,ახალი ვარსკვლავი“- ბათუმსა და ქობულეთში.მზადდება ტელესიუჟეტები ჩვენი ინტერნეტ ბლოგისათვის.2002 წლიდან გაზეთი ,,აჭარა P.S.“ არის საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი და სრულუფლებიანი წევრი.1998 წლიდან გაზეთის ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს -,,IREX“- ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებში,რაც დადებითად აისახება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. სწორედ ამ ტრენინგ-სემინარების მეშვეობით შევძელით აგვეთვისებინა ახალი მედიის ტექნოლოგიები, შეგვექმნა საკუთარი ბლოგი: adjaraps.com, რომელიც ყოლეკვირეულად ახლდება და განახლებული ინფორმაციების, ტელე და რადიოსიუჟეტების გავრცელება ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით.ონლაინ რეჟიმში სისტემატურად ვატარებთ სხვადასხვა სახის კონკურსებს სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის,რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი ბლოგის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა.ამავე ბლოგზე შევქმენით სატელევიზიო-ანალიტიკური ჟურნალი ,,მედიატორი“ და ახალგაზრდული რადიოჟურნალი ,,დრო“. ჩვენივე სახსრებით გავაკეთეთ მინი სატელევიზიო სტუდიაც. ბლოგის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ და ახალი მედიის საშუალებათა გამოყენებამ,თითოეული პროექტის განხორციელებისთვის შეგვძინა ისეთი სპონსორები, როგორებიცაა: საფინანსო კომპანია ,,ბერმელი“, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,ნიკორა“, ,,პრივატბანკი“, სამშენებლო მასალების კომპანია ,,გმგ“, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ,,ბილაინი“, ფარმაცევტული კომპანია `ჰეკატე~, დაბადების დღეებისა და სვადასხვა სავაჭრო ცენტრები, ჩვენს ინტერნეტმომსახურებას უზრუნველყოფს ინტერნეტპროვაიდერი კომპანია ,,მაქსიმალი“.თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ხდება მოძველებული და მწირი ტექნიკის მეშვეობით,რაც მეტი გაქანების შესაძლებლობებს არ იძლევა.სურვილი გვაქვს კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ახალი მედიის საფუძვლები და ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.გავაძლიეროთ ვებ-გვერდი გაზეთით და გაზეთი ვებ-გვერდით.ჩვენი ცოდნა გადავცეთ ჩვენი შემოქმედებითი ცენტრის ახალგაზრდა თაობას, შევქმნათ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური ბაზა,რომელიც ონლაინ რეჟიმში მაუწყებლობის სრულ საშუალებას მოგვცემს.


Permanent link to this article: http://adjaraps.com/%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91-3/

კონტაქტი ჩვენთან

ჩვენი მისამართები და ტელეფონები:      გაზეთ ,,აჭარა P.S.“- ის რედაქცია: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #13, ტელ: (0 422) 22 36 06     გაზეთ ,,ჩემი ქობულეთის“ რედაქცია: ქ. ქობულეთი თავისუფლების ქუჩა # 13, ტელ : (0 426) 26 24 04    სარეკლამო სამსახური: 0 422 29 25 04   E-mail: adjaraps@adjaraps.com  ცხელი ხაზი: (0 422) …

View page »