«

»

Print this Post

ქობულეთელი ფალავნების წარმატება ხაშურის ტურნირზე

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქ. ხაშურში თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ კვინიკაძის სახელობის მეშვიდე საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ტურნირში, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 358 მოჭიდავე ასპარეზობდა, ქობულეთელი ნორჩი ფალავნებიც მონაწილეობდნენ. ტურნირზე, რომელიც ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა, კარგი შედეგები აჩვენეს ქობულეთელმა ფალავნებმა, ჩვენი მუნიციპალიტეტის წარგზავნილთაგან პირველი ადგილი მოიპოვა თორნიკე ქათამაძემ_26 კგ წონით კატეგორიაში, იმავე წონით კატეგორიაში მეორე ადგილი მოიპოვა თამაზ შავაძემ, ხოლო ლუკა ქარჩხაძე მესამე ადგილს დასჯერდა. სპორტსმენები ტურნირზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

,,ჩემი ქობულეთი“

About the author

აჭარა P.S.

Permanent link to this article: http://adjaraps.com/2011/10/13/%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90/