27 ივნისს ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ჩიკაგოს სამიტის შედეგები და ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელი ეტაპი იყო. ლიტვის ელჩის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. შესავალი სიტყვის შემდეგ იონას პასლაუსკასმა დამსწრეთა კითხვებსაც უპასუხა.
ლიტვის დიპლომატიური მისია საქართველოში ამჟამად ნატოს საკონტაქტო საელჩოს წარმოადგენს.
შეხვედრა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
რუსუდან დუმბაძე