«

»

Print this Post

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში [photo]

- ცოტა ხნის წინ ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახენ. შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი მძიმე დაზიანებით ბათუმში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსები საპირისპირო მიმართულებით გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ერთმანეთს შეეჯახენ.ადგილზე მობილიზებული იყო ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა, სახანძრო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიცია.

პოლიციელები კომენტარის გაკეთებსგან თავს იკავებენ,  ჩვენთვის სრულიად უცნობმა მამაკაცმა შემთხვევის ადგილზე ფოტოების გადაღება აგვიკრძალა.

სულხან მესხიძე

 

About the author

აჭარა P.S.

Permanent link to this article: http://adjaraps.com/2012/07/02/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%91/