«

»

Print this Post

,,ქდმ“ ივანე მერაბიშვილს მიმართავს…

- დღეს  ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ქობულეთის ოფისში გამართულ  ბრიფინგზე თამაზ ბაკურიძემ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და პატიმრთა სიკვდილიანობის მომატებასთან დაკავშირებით ისაუბრა. პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე თამაზ ბაკურიძემ პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს  პატიმრების ბედით დაინტერესება ურჩია: -  ქრისტიან დემოკრატები ვაპროტესტებთ  პენიტენცილურ სისტემაში არსებულ სიტუაციას, სადაც პატიმრებს გაუსაძლის პირობებში უხდებათ სასჯელის მოხდა.

მთავრობის ახალ თავჯდომარეს ივანე მერაბიშვილს მივმართავთ ქართული სოფლების მონახულების შემდეგ – ქართული ციხეები მოინახულოს და პატიმრების ბედით დაინტერესდეს. იქ მყოფი ადამიანების უფლებები ყოველდღიურად ილახება, ჩვენ გვაქვს სტატისტიკა სადაც ასახულია პატიმართა სიკვდილიანობის მომატება ასევე  სასჯელის გადავადების საკითხი ციხეებში არასრულყოფილად ხორციელდება – აცხადებს ბაკურიძე.

 

ბრიფინგზე ბაკურიძემ ბოლო ხუთი წლის სტატისტისტიკა წარმოადგინა

სულხან მესხიძე

About the author

აჭარა P.S.

Permanent link to this article: http://adjaraps.com/2012/07/07/%e1%83%a5%e1%83%93%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98/