«

»

Print this Post

აფერა – ანაფორით?! (ექსკლუზივი)

   მოქალაქე ლევან კოკორაშვილი ე.წ. ბერი “ლუკა“ დაკავებულია. მას ბრალად ედება მოქალაქე ნესტან როგავას კუთვნილი 12 ათასი ევროს თაღლითური გზით მითვისება. კერძოდ, კოკორაშვილმა, ისარგებლა რა საეკლესიო სტატუსით, მოტყუების გზით თანხა გამოსძალა საბერძნეთში სამუშაოდ წასულ, ღრმა საეკლესიო რწმენაში მყოფ როგავას, რომლის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი თანხის მიღება უარყო და ყოფილი “სულიერი შვილი“ სახლიდან გააგდო.
აფერის მსხვერპლი ორი შვილის დედა ქუჩაშია დარჩენილი, მას ახლა საპატრიარქოს და მართლმსაჯულების იმედიღა შერჩა.
ადვოკატ თეიმურაზ მაისურაძის განცხადებით, არსებობს ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კოკორაშვილის სახელზე საბერძნეთიდან თანხების გადმოგზავნას, ასევე არსებობს საქართველოს საპატრიარქოდან მიღებული ცნობა, რომ “ბერი ლუკა“ – იგივე ლევან კოკორაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასში არ ირიცხება.
3 აგვისტოს, მედიაკავშირ `ობიექტივის~ პირდაპირ ეთერში, გადაცემა “აჭარა P.S.“-ის დრო ობიექტივზე მეორე ნაწილი მთლიანად აღნიშნულ თემას მიეძღვნა.

იხილეთ ვიდეომასალა

About the author

აჭარა P.S.

Permanent link to this article: http://adjaraps.com/2012/08/03/%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96/