ბათუმში, „საოცრებათა მოედანზე“ – „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი საოცრება მოახდინა, აქციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ორგანიზატორთა დათვლით 50 ათასამდე ადამიანი მივიდა. ქალაქში აქციის წინ „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული ადამიანების ნაკადები მიედინებოდა, ბათუმური წვიმის მიუხედავად აქციაზე შეკრებილი ადამიანები `საოცრებათა მოედანზე~ თითქმის 2 საათის განმავლობაში არ დაშლილან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას შეკრებილი ადამიანები ოვაციებითა და სკანდირებით შეხვდნენ, ივანიშვილმა თავისი გამოსვლა 4 აგვისტოს, შუამთობაზე, აჭარის მაღალმთიანეთში მომხდარი ინცინდენტის მიმოხილვით დაიწყო და განაცხადა, რომ სააკაშვილი მის დანახვაზე შეშინებული კურდღელივით გაიქცა, მთიანი აჭარის მკვიდრთა განცხადებით კი მსგავსი შუამთობა ისტორიას არ ახსოვს, აქ „ნაცმოძრაობის“ მიერ მიყვანილმა რამდენიმე ადამიანმა იზეიმა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა აიძულეს სახლიდან გარეთ არ გამოსულიყო – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. (VIDEO)
თავის გამოსვლაში „ქართული ოცნების“ ლიდერი შეეხო აჭარაში ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარების პერსპექტივას, ხაზგასმით ისაუბრა ბანკების მიერ დაყადაღებული ოჯახების შესახებ, გამარჯვების შემთხვევაში პირობა მისცა ხალხს, რომ იზრუნებს კონკრეტულ დროში თითოეული პრობლემის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის.
ბიძინა ივანიშვილის გარდა შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე ცნობილი ბათუმელი -
გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტებმა ნინო გოგიტიძემ, ნინო ირემაძემ, ალდირა გორგაძემ და ჯუნა ქარცივაძემ მოამზადეს.



