«

»

Print this Post

ეკომიგრანტები მძიმე ყოფაში არიან

  სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი ,,ბორჯღალო’’ აღმოსავლეთ-და­ს­ა­ვ­ლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პრ­ოექტს ,,ადვოკატირება ეკომიგრანტთა ინტერესებისათვის’’, რომლის ფარგლებში მო­ეწყო ექსპედიცია ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში. 6 დღის განმავლობაში ექს­პედიციამ 7 მუნიციპალიტეტი მოიცვა, მათ შორის: ხონი – დედალაური; ნინოწმინდა – ორლოვკა, გორელოვკა, სპასოვკა; წალკა – დაბა წალკა, საყდრიონი (ედიქილისა), განთიადი (თიაქილისა); თეთრიწყარო – წინყარო; მარნეული – ახალი დიოკნისი, ხიხანი; ახმეტა – ქორეთი; ლაგოდეხი – ჰერეთის კარი, არაშფერანი.

სოფელ წინწყაროში აჭარელი ეკომიგრანტების გარდა, რომლებიც 1989 წლიდან პერიოდულად ჩადიან, სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ, რომლებიც კოდორის ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ გადმოასახლეს. წინწყაროში ჩასახლება სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა. 1989 წლიდან დღემდე ხდება ამ სოფელში ეკომიგრანტების ჩამოსვლა, რომელთა უმრავლესობა თავიანთი ინიციატივითა და ხარჯებით ჩადის სოფელში და ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში ბინავდება დროებით, რომელთა შესყიდვასაც სახელმწიფო ჰპირდება. ნაწილი ეკომიგრანტების ჩამოყვანა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა, თუმცა სახლები და საკარმიდამო მიწები დღემდე არ არის შესყიდული. ცალკეულმა პირებმა თავისით გადაიხადეს სახლის საფასურის ნაწილი და პერიოდულად იხდიან თანხას. სახლების მესაკუთრეები ბერძნები არიან, რომლებიც მათ სახლში მყოფ ეკომიგრანტებს სახლის საფასურის გადახდას სთხოვენ ან მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში სახლის გაყიდვას, თუმცა ეკომიგრანტები უმალავენ სახლის ყიდვის მსურველების არსებობას, რადგან ისინი სახლის გაყიდვის შემთხვევაში უსახლკაროდ რჩებიან. ეკომიგრანტების ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, თუმცა მიწების ნაკლებობის ან არქონის გამო მსხვილ „არენდატორებთან“ მუშაობენ დღიური ანაზღაურებით და აქედან მიღებული ანაზღაურება, რომელიც დღეში 10 ლარს შეადგენს, წარმოადგენს მათ საარსებო წყაროს. მოსახლეობას მიწები მცირე რაოდენობით აქვთ საშუალოდ 1.25 ან უფრო ნაკლები. მცირემიწიანობასთან ერთად მოსავლიანობას ისიც უშლის ხელს, რომ სარწყავი არხები არ არის გაყვანილი.

About the author

აჭარა P.S.

Permanent link to this article: http://adjaraps.com/2012/08/07/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%90/