2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ცესკოში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის დროულად მიწოდება.
ცხელი ხაზისთვის შეირჩა სულ 22 ოპერატორი, მათ შორის არიან, იურისტები, ფსიქოლოგები და ოპერატორები, რომლებიც საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
ცხელი ხაზის სამუშაო საათებია: დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.
დარეკეთ: 251 00 51