18.06.13/adjaraps.com- არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობეიძემ თვითმმართველობაში მურმან დუმბაძის ბიუროს წარმომადგენლის, ზურაბ პატარაიას ყოფნა გააპროტესტა. მისი განცხადებით, აღნიშნული ბიუროსთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება. ბიუროს წარმომადგენელი ხელშეკრულების გარეშე სარგებლობს თვითმმართველობის ავტომანქანით, რის გამოც სამასი ლიტრი საწვავი უკვე არამიზნობრივად დაიხარჯა, აღნიშნა ღოღობერიძემ.
საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ხელმძღანელი მიმართავს მურმან დუმბაძეს, რომ ვიცე-სპიკერის ბიუროს წარმომადგენელმა დროულად დატოვოს თვითმმართველობის შენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე სექტორის წარმომადგენელი ხვალ ბიუროს კაბინეტის კარის აჭედვით იმუქრება.
მარი კეკელიძე








