- მაშ ასე; პირველ, მეორე და მესემე ეპიზოდებში, მივედით დასკვნამდე რომ „მრავალპოლარული სამყაროსკენ მივემართებით“. რომ შევდივართ ახალ გეოპოლიტკურ რეალობაში, რომელიც ძველი თარგით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, ერთი_ორად გვიზრდის ეგზისტენციალურ საფრთხეებს. რომ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, გაწევრიანების პერსპექტივაზე გაუთავებელი საუბრები, რბილად რომ ვთქვათ „ნეტარის“ დარი ქცევაა და უპასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.
- არადა, აღარაა ის დისპოზიცია, რომელიც გარეგნულად, მაგრამ მაინც იყო 20-30_წლის წინ და ნაწილობრივ ამართლებდა გაუთავებელ ყბედობას ევრო_ატლანტიკურ პერსპექტივებზე. რითიც, კავდებოდნენ კიდეც „მოლაპარაკე თავები“ რეალურ პრობლემებზე მიხედვის ნაცვლად. მერედა, წინა დეკადებისგან განსხვავებით, როდესაც შინაარსობრივად იგივე პროცესი დელიკატურად, და მცირეოდენი სისხლით, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით მიმდინარეობდა. ანუ, როცა ეს მეტამორფოზა მართლაც რომ რთულად შესამჩნევი იყო არასპეციალისტებისთვის, – დღეს ის სრული სვლით, ღიად და მეტადრე აგრესიულად მიდის; სირია/ავღანეთი/უკრაინა/ღაზა და ა.შ., – გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ძალადობა ირგვლივ-თქო. სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება „დიდი თამაშის“ ფერხულშიც. პარალელურად, – ერთი „ფილტრები“ ნაცვლდება მეორეთი, ჩნდება ნეოლიბერალური პროპაგანდისგან თავისუფალი სივრცეები, მძაფრდება რიტორიკა ლიდერებს შორის, პოლიტკორექტულობაც უკანა პლანზე გადადის. რის გამო, – სავსებით ბუნებრივად და შეუდარებლად მეტმა დაინახა, თუ როგორ იშლება ძველი და იბადება ახალი. არსებითად განსხვავებული, და მეტადრე აგრესიული სტრუქტურა. რომელშიც, რამოდენიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოხლოდაა გადაკიდებული. მართალია, ჯერ ბოლომდე არჩამოყალიბებული, მაგრამ მოხილვადი, „fatum“_ივით მძიმე რეალობა გვიდგება. რომელშიც პოსტმოდერნამდე, სხვა ინტერპრეტაციით კი აშშ-ს უპირობო ლიდერობამდე 90 _ების შემდგომ პერიოდში, გაბატონებული წეს-ჩვეულებები ბრუნდება. ის გეო_სტრატაგემები, რომლებიც XIX_XX საუკუნეებში იყო დომინანტი, და თუ რა ხდებოდა მაგ დროს კონკრეტულად, კი იცის ერმა და ბერმაც.
- ანუ, ფიქრობ რომ იქნება როგორც 90_იანებამდე? მაგალითად, დაბრუნდება საიდუმლო პუნქტები პაქტებში და დემონსტრაციული სისასტიკე. ასევე, დაზვერვების დაუნდობელი ომი ერთმათეთთან, – ტერორიზმთან ერთობილი ბრძოლის ნაცვლად, და ტერიტორიების ხელახალი გადანაწილება, უსაშველო ცინიზმითურთ საერთაშორისო ნორმების დაცვის მაგიერ? ისტორიული გადასახედიდან, ალბათ ძნელი სათქმელია, ცუდია ეს ნორმატიული მორალის მიღმა მიმდინარე პროცესი თუ კარგი, არა?
- რთულია განსაზღვრო ერთმნიშვნელოვნად, რადგან ის, რაც ცუდი გვგონია დღეს, ხვალ შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს ისტროიული პერსპექტივის ჭრილში და პირიქით. პროცესს, – როცა ის მწიფდება ვერაფერი უდგება წინ, გინდ დადებითად აფასე, გინდ უარყოფითად. შეფასებითი მსჯელობა საერთოდ უადგილოა, როცა საქმე ეპოქათა ცვლას ეხება. მეტიც, ერთი კონკრეტული ეპოქის მორალით სხვა ეპოქის მორალურ ჭრილში შეფასება დაუშვებელია, რადგან ნორმატიული მორალიც იცვლება ჟამთა ცვლასთან ერთად. ახალი ეპოქა, როგორც არის, ისეთი არის და სამომავლოდაც იქნება ასე, – იმანენტური და გვერდითი ეფექტებითურთ. ხომ გაგიგია ასეთი გამოთქმა; „მძიმე დრო შობს ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები ქმნიან მარტივ დროს. მარტივი დრო სუსტ ადამიანებს შობს. სუსტი ადამიანების გამო კი, მძიმე დრო დგება“. ანუ, რომ “შეუცნობელიაგზანი უფილსანი”_თქო ოდითგანვეა ცნობილი, – და რა ან სად, ანდა რაში ვლინდება, რთული სათქმელია. რადგან, – უსასრულო, „ფლუქტუაციებით“ გაჯერებული ცირკულაციაა საცივილიზაციო კრისტალიზაციის პროცესი. სავსეა, – უფლის მანიფესტაციებით, ლიდერების ვოლუნტარიზმით, ბრბოს ახირებით, არისტოკრატთა ჩაქოლვით, ფრაქტალებითა და ჩიხური განტოტებებით. რაგინდ სრულყოფილ სისტემაში არ მოათავსო ის, სინამდვილე მაინც ბევრად რთული, მუხანათი და შესბამისად, არაპროგნოზირებადი იქნება. სხვათა შორის, რაც არაერთხელ სცადეს კაცობრიობის დიდმა მასწავლებლებმა. მათაც ხომ არაფერი გამოუვიდათ, როცა ესოდენ მრავაწახნაგოვანი, უამრავი შრისგან შემდგარი რეალობის „პროკრუსტეს სარეცელში“ მოთავსება მოინდომეს. პლატონი, ლუთერი, ჰობსი, ჰეგელი, მარქსი, ფროიდი, ნიცშე, ჰაიდეგერი, პოპერი და ა.შ., ვინ არ იყო_თქო რიგრიგობით, ამა თუ იმ ეპოქის გურუ. თანმიმდევრობით ყველა მათგანმა სცადა, რელობის საკუტარი სწავლების მიხედვით ახსნა და ფორმირება. ნაწილობრივ გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ საბოლო ჯამში ყველა „იზმი“ სიმახინჯეებში ტრანსფორმირდებოდა. თან ისეთ ანტიუტოპიებში გადაიზრდებოდა ხოლმე, რომ ცოცხლად თუ შეესწრებოდნენ, თავადვე ახდენდნენ დისტანცირებას მიმდევრებისგან.
- მართალია; აი, ჰეგელის მაგალითი გავიხსენოთ თუნდაც მკითხველს, – გადახედავ მის ნაშრომებს, რა სრულყოფილი თეორიაა პირველი შეხედვით, მაგრამ როგორი ფორმები მიიღო პრაქტიკაში – მემარცხენე და მემარჯვენე ჰეგელიანელების სახით; ერთნი, ლენინელ-სტალინელებად, მეორენი კი ფაშისტებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომაც, ვგონებ რომ ყველაზე ადეკვატური ფორმულირებაა ამ პროცესის, თუ მაინცა და მაინც სახელდება გვჭირდება, – „ცალკეული ადამაიანის მარადისობაში გადაჭიმული თავგადასავალი“ ივარგებს, არა? რადგან, ვგონებ ფუსფუსია, მარადისობის ან ღმერთის გადმოსახედიდან ეს პროცესი, – აქ უკვე ვის, როგორ და რისი სჯერა არა? ანდა, თუგინდ როგორც ასირიოლოგი, ბიბლეისტ-ლიტერატორი, პროფესორი, ზურაბ კიკნაძე იტყოდა, „ქმნადობაშია ყველაფერი, შედეგი ამაო“_აო. მოკლედ, ვინ იცის ზუსტად, – როცა ერთი ერთს ამბობს, სხვა ტრადიცია მეორენაირად ხსნის და მესამე პრაქტიკა კიდევ სულ სხვა რამეების დანერგვას გვთავაზობს?
- თან, გააჩნია რომელი ტრადიციით ხელმძღვანელობ; თუ ერთი ტრადიციის ჩარჩოში მოქმედებ, სანამ ხარ მაგ ტრადიციაში, სწორად გეჩვენება ნამოქმედარი. მაგრამ, როგორც კი გაღმა გადიხარ, ანდა ეხები ისეთ თემას, პირს თუ სახელმწიფოს, რომელიც სხვა ტრადიციით ხელმძღვანელობს, ხედავ შენს მიერ შერჩეული პრაქტიკის შესღუდულობას და ახალ ტრადიციაზე ფიქრს იწყებ. მოკლედ, არც არავინ-მეთქი (იცინის). თუმცა, შესაძლოა კიკნაძისეული ვერსია, მართლაც ახლოს იდგეს ჭეშმარიტებასთან. რადგან, ცხონებულზე უკეთ ვინ იცოდა საქართველოში, თუ რაა უხსოვარი დროიდან, „ნამდვილი“ წარმმართველი ადამიანისთვის. სიტყვაზე, თუ რა დარჩება რეალურ მოტივაციათ „ქმნადობას“, მთელი ეს თანმდევი ჩენჩო რომ მოვაშოროთ მას, – ნარატივების და იდეოლოგია-სწავლებების სახით. საყველპუროდ რომ განვმარტო; იქნებ, დარჩეს მხოლოდ ადამინის თავისუფალი ნება, სწრაფვა იდეალისადმი, საზრისებით სავსე გარემოში ცხოვრების სურვილი, – რაც სხვა დანარჩენთან ერთად, პრინციპში ალბათ ჰქმნის კიდეც იმას, რასაც ცივილიზაციის შენებას ვუწოდებთ. აბა, სხვა დანარჩენი ხომ ბიოლოგიაა. მეტი სიზუსტით ნამვდვილად ვერ ვიტყვი, რადგან დანამდვილებით არათუ მე, როგორც ავღნიშნე კიდეც, – კაცობრიობის საუკეთესო მასწავლებლებმა არ იცოდა და ნებისმიერი ვინც იტყვის რომ იცის, ან სულელია, ან დემაგოგი. ანდა, სულაც გონებაშეზღუდული ფანატიკოსი, რომელიც საკუთარი ტრადიციის მიღმა სხვა კულტურის „პატერნებს“ და „სინამდვილის“ ვერსიებს ვერ ხედავს.
- რა თქმა უნდა ასეა დავით; ყველას საკუთარი ვერსია ჰქონდა, და სისტემების მიზნობრიობიდან გამომდინარე ხდებოდა რეალობის ინტერპრეტაციაც, – სასურველი იდეების შემდგომი ინდოქტრინაციის მიზნით. თუმცა, ამავე დროს ყველას გააჩნია მისეული ინტერპრეტაციის უფლება, არა? ხოდა მაშინ, მეც ჩემი ინტერპრეტაცია გამაჩნია და აქედან გამომდინარე, ერთი რამ ვიცი ზუსტად; „ცალკეული ადამაიანის მარადისობაში გადაჭიმული თავგადასავალის“ კატეგორიაში, არ იგულისხმება კატეგორია, რომელსაც მინიმალური სულიერი მოთხოვნილებები გააჩნია, – ანუ ბიომასა. კერძოდ, „ქვიშაზე აგებულ კოშკში“ ცხოვრობს და პირობითად, – დიდწილად ვაჭრობა, დუქნის მუსიკა, ტიკ_ტოკი, კლუბი, აზარტული თამაშები, ფინაჩი მხატვრობა, წამალი, მანქანა და ა.შ., აინტერესებთ. „ისტორიის რეალურ აქტორად“, – მხედველობაში მყავდა მხოლოდ ის პასიონარული ნაწილი, ვინც არსით „დემიურგია“, და ამაოების მიუხედავად ღირსეულად ატარებს ადამინის წოდებას. თუნდაც იმით რომ, კიკნაძისეულ „ქმნადობას“ უძვნის ხანმოკლე ცხოვრებას და არამც, მომხვეჭელობასა, მლიქვნელობას, კონიუქტურას, „პაპსასა“ და ღრეობებს. აი თუნდაც, რეკონსკისტის დროინდელი, ერთი ესპანური ანდაზა ამომიტივტივდა ამასობაში; „ჯობია მშიერი იდალგო იყო, ვიდრე მაძღარი ვაჭარი“_ო. ცნობისთვის, 700 წელი დასჭირდა კოლექტიურ „იდალგოს“ არაბებისგან ესპანეთის გასათავისუფლებად. მაგრამ იქაური „ვაჭრებისგან“ განსხვავებით არ დანებდა და ბოლო-ბოლო, მაინც მიაღწია საწადელს. ალუზიას განვაზოგადებ, და განა ჩვენი სამშობლოს მიმართებაში, იგივეს თქმა არ შეგვიძლია, – აქაური „ვაჭრები“ რა, არ ებრძვიან „იდალგოებს“ ნებისმიერ, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო სფეროში?
- აქცენტებში მოგყვები ჯემალ, – ბოლომდე გეთნხმები კიდეც, რომ სწორედ „იდალგოების“ კატეგორიაა ის, ვინც ახორციელებს ისტორიულ გარღვევბს და ვაჭრების ფენა, ანუ იგივე „ვაიშები“, მათ ყველაფერში ეწინააღმდეგება. არქეტიპული სიუჟეტია, ბოლო-ბოლო (იცინის), და რამე ახალი, განა ხდება მზისქვეშეთში? ასევე, მინიშნებაში რომ, – რაც უფრო მეტ საკვანძო თანამდებობებზეა „ვაჭარი“, მეტი ინტენსივობით ლპება და ჩიხში შედის ჩვენი სამშობლო. თუმცა, ამ რაკურსით თემის გაშლას, თავში წამოწეული საკითხისგან ისე შორს და სიღრმეებში მივყავართ, რომ მგონი გაუმართლებულია საგაზეთო ფორმატისთვის. ამიტომაც, უმჯობესი იქნება, ახლა აპოფატიკურად მიუდგე, რათა ძირითად საკითხს უმოკლესი გზით დავუბრუნდეთ; კერძოდ, – ერთიღა კია ზედმიწევნით ნათელი მთელ ამ პასიანსში, – ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“ და მსგავსი სულისკვეთებით გაჯერებული ლიტერატურა, წმიდა წყლის ფუტუროლოგია აღმოჩნდა. არადა, ინდუსტრიული მასშტაბებით გვატყუებდა, ჯერ თავად ფუკუიამა და მაგ კოჰორტის ავტორები, შემდეგ კი მათზე დაყრდნობით მთელი ეს წვრილფეხა მემარცხენე ლიბერალური მედია_საძმო. ასე რომ, უახლოეს მომავალში არათუ მათ მიერ ფართოდ გაპიარებულ „Pax Americana_ს ლიბერალურ სამოთხეში“ ვიცხოვრებთ. არამედ, – ანტიპოდ ფორმაციაში და შესაბამისად, სწორედ რომ მაგ წყობისთვის დამახასიათებელი წესებისთვის უნდა ვემზადოთ. თუკი, ვინმე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რაზეც მივანიშნებ, – კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ XIX-XX_ების ისტორიას სკრუპულოზურად გადახედოს! მიმყავს იქით, რომ მკაცრ და დაუნდობელ ანტიგლობალურ სამყაროში ვიცხოვრებთ მალეღა. საშიშროება კი მით უფრო მატულობს საქართველოსთვის, რაც უფრო ვუახლოვდებით ე.წ. „ბიფურკაციის წერტილს“, რომელიც პიკს მიაღწევს 2025 წლისთვის (თან, მაგ მომენტისთვის უკრაინაც დასრულდება რუსის სასარგებლოდ). ხოდა, ასე მოუმზადებლად და ლიბერალურ მითოლოგიაში ჩაძირულნი რომ არ შევხვდეთ, მაგიტომაც, – ა) ანგაჟირებული წრეების მიერ, ქართულ მედია_სივრცეში ამ საგულდაგულოდ გატრენდებულ ზღაპრებს ევრო_პერპექტივაზე ბოლო უნდა მოეღოს ბ) მყისვე, თან უმაღლესი ტრიბუნებიდან წამოსული დირექტივით. გ) ისეთივე „ликбез“_ის დარი პროექტით მოხდეს ეს საყოველთაო განჯადოება, როგორც დაინერგა თავის დროზე, იმავე დრაივითა და მეთოდით-მეთქი. თუგინდ, რათა მოვასწროთ ადეკვატური მომზადება „ახალი, საოცარი სამყაროსთვის“. რომელშიც „by default“, ისევლე საბჭოეთ-შტატების დროინდელ non-fiction ჟანრის წიგნებში აღწერილი რეცეპტები იქნება კოტირებული, და არამც ზემოხსენებულ მაკულატარუში გაჟღერებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა. სიტყვაზე, რაზე დაყრდნობითაც, ათასი ჯურის idieot-იდიოტკამ, ასევე „ვაჭრების“ კასტამ იკეთა კარიაერა, შეაღწია რა პარლამენტ_მედიაში და დღეს იხტიბარსაც არ იტეხს, ვითომცდა არაფერი მნიშვნელოვანი ხდება გარშემო.
– დავით, არათუ არ იტეხს, მორიგი გადაღებვა მიდის და მგონი ახალ ფორმაციაშიც აპირებენ იგივე პოზიციებზე დარჩენას. არადა, სწორედ რომ ამ კოლექტიურმა „ეძგვერაძე ბარნაბებმა“
ფაქტობრივად მიაღწიეს საწადელს, და ქვეყანა ლამის დაგვიღუპეს; პრემიერ ღარიბაშვილის გამოჩენამდე, ხომ შეუფერხებლად შენდებოდა ანტიუტოპია მათი თაოსნობით. ქვეყანა, – სადაც ენის მოჩლექით ელაპარაკებოდნენ აშშ-ს ელჩს და სოროსის პროტეჟე-პორტირებულებს მწვანეს უნთებენ ვერტიკალში. „გენდერული თეორიების“ ადეპტებს საზოგადოებრივ ტელევიზიებს აბარებდნენ, woke-კულტურის მატარებლებს კი ბავშვების აღზრდას ანდობდნენ ბაღებში და ა.შ. დღეის მოცემულობით კი, ეს პროცესი აშკარად დასრულებისკენ მიდის, მაგრამ ისევ ესენი უნდა გვედგნენ „ელიტად“?
– კი ბატონო, თეთრი სახლიდან მართულმა პროცესმა, არნახული მასშტაბები მიიღო ღარიბაშვილის გამოჩენამდე; ცოტაღა, და რომ არ დაბრუნებულიყო ის, ახალი საგარეო ხედვებითა და პროექტებით, მართლაც სამაგალითო ანტიუტოპია აშენდებოდა.
მაგრამ, მხოლოდ მას როდი უნდა ვუმადლოდეთ მემარცხენე, ნეო_ლიბერალური მატრიცის გარღვევას და საგარეო დივერსიფიკაციის მცდელობას. ერთ-ერთ წინა ეპიზოდში გითხარი და გაგიმეორებ, შიმონ პერესის არ იყოს, „ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულდა, რომ ქვები დამთავრდა, არამედ იმიტომ რომ, სხვა ეპოქა დადგა“ და აქაც ასეა. აი თუნდაც, საერთაშორისო მასშტაბით რომ განვაზოგადოთ; იმის მიუხედავად, თუ ვინაა ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში, მაგალითად „იდენტობის პოლიტიკის“ ნაცვლად, მალეღა დოქტრინალურ დონეებზე ვიხილავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდ იდეებს, – იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ქრისტიანობის სახით. რადგან, ისტორიულ პროცესს 2, წინა და უკანა პლანი გააჩნია. პირველ პლანზე ლიდერები მოსჩანან ხოლმე და „ობივატელი“ პერსონალურად, მათ ნებას უკავშირებს ცვლილებებს. სინამდვილეში კი, ისინი მხოლოდ პროვაიდერები არიან იმ იდეოლოგიის, რომელიც ისედაც ბატონდება და მეორე პლანზეა, რის გამოც შეუმჩნეველი რჩება მასებისთვის. ჩემი მიგნება არ გეგონოს ეს აქსიომა, – ჰაიდეგერისეულია (იცინის). აი, თუნდაც მეტი თვალსაჩინოებისთვის, -წარმოედგინა კი ვინმეს ცოტა ხნის წინ რომ, მემარცხენე ლიბერალიზმის ისეთ „მექაში“, როგორიც ნიდერლანდებია, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, უნგრეთის ლეგენდარული ტრადიციონალისტი პრემიერი, ვიქტორ ორბანი მიულოცავდა შემდეგი სიტყვებით; „ცვლილებების ქარი უკვე აქ არის! ვულოცავ ჰერტ ვილდერსს ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებას“. ჰგონია, ეს ისტორიული გამარჯვება ჰერტ ვილდერსმა მოიპოვა? როდი ჯემალ, ის მხოლოდ პერსონიფიკაციაა იმ იდეოლოგიის, რომელიც მომწიფდა ნიდერლანდების წიაში და ასევეა საქართველოშიც-თქო ამ საკიტხის არქიტექტონკა.
– მართლაც რომ, გამოაგნებელი სცენარის განხორციელებაა, არჩევნების ეს შედეგი მემარცხენე ლიბერალიზმის ფორპოსტში. დამანგრეველი რამაა მოსალოდნელი შედეგებითაც, მაგ ნეოლიბერალური სწავლებისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში; ნიდერლანდების რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკოსი და ულტრამემარჯვენე ჰერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს. ჰვ, „надо-же“-თქო, რუსები როგორც იტყვიან, – ჰიდრა ბუნაგში ჩააკლეს ტრადიციონალსტმა ჰოლანდიელებმა. ჰალილუია-მეთქი, – წარმოუდგენელი რამ მოხდა ნამდვილად, სულ რაღაც ათიოდე წლის წინანდელი პერიოდისთვის და ეს კონსერვატორთა დღესასწაული, მათი საყოველთაო რენესანსის ინდიკატორიცაა ვგონებ, არა?
– დანარჩენი დომინოს პრინციპით (იცინის); თან დიდი სეკულარულ-მოდერნისტული პროექტების აღორძინდებაც იწყება, რაც სიმართლე გითხრა და, ოდნავ მაშინებს. რადგან ზოგადად, ყოველივე ის გახდება წარმმართველი, რაც მრავალპოლარული სამყაროს ორგანული თვისებებია ოდითგანვე და ამას როგორც ნათელი, ისე ბნელი მხარე, იუნგისეული „ჩრდილიც“ გააჩნია. ანუ, როგორც საკონცენტრაციო ბანაკები, ისევე მაღალი ჰუმანისტური იდეალებიც შედის-თქო დ ა.შ. ისეთივე გრადაცია იქნება აქ-მეთქი, როგორი მრავალწახნაგოვანიცაა თავად ადამიანის ბუნება. მაგალითად, რაც პრინცპულად ვერ მოხდებოდა, სტერილური და იმპოტენტებზე გათვლილი მემარცხენე ლიბერალიზმის პირობებში.
– აბა რა, მაგ სწავლების დანიშნულება, ხომ ადამიანის ნამვდვილი ბუნების გამოშიგვნა იყო – „იდალგოსგან“, ვაჭრუკანას და მომხმარებლის შექმნა.
– ამასობაში, მთავარი კინაღამ დამავიწყდა – ინდივიდუალურზე, საზოგადოებრივი ინტერესების პრიმატიც ისევ ძალაში იქნება, რაც უკვე საკმარისია „ჩვენი“ ნეო_ლიბერალების ისტერიკაში ჩასაგდებად (იცინის). ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში მემარცხენე ლიბერალური პროექტი დასრულდება საქართველოში მალეღა, ვინც არ უნდა იყოს სათავეში. სასწაული რომც მოხდეს, და „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდნენ, 2-3 თვეში უბრალოდ აღარ იქნებიან. შიმონ პერესის პერიფრაზით რომ შევაჯამო, – არა იმიტომ, რომ „ნაცები“ ამოიწურა საქართველოში, არამედ იმიტომ რომ, ის ეპოქა დასრულდა. ეს, – ფაშიზმში აზელილი, მემარცხენე ლიბერალური სენი რომ შვა თავის დროზე. დათქმით, – ამავე დროს, ვინმე რევანშისტს, არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ „მიშიზმში“ გაწბილება ნიშნავს შეგუებას არქაიკასთან. კერძოდ, შევარდნაძე-აბაშიძისეული რეჟიმისადმი ნოსტალგიას და მაგ დროინდელი ოდიოზური, დიდწილად კორუმპირებული ფუგურების მიმღებლობას. იბადება ახალი სამყარო, შესაბამისად საქართველომაც სხვა პროქტებითა და ხალხით უნდა შეაბიჯოს მომდევნო ეპოქაში.
- ანუ, საუბარი არა ტრანსფორმაციებზეა, რაც არაერთხელ ავად თუ კარგად გადაგვიტანია და გამომძვრალვართ სამოქალაქო ინფანტილიზმის მიუხედავად, არამედ ძირეულ ცვლილებაზე – მეტამორფოზაზე, არა?
- კი ჯემალ, და იმის ნაცვლად რომ ზოგადეროვნულ დონეზე, წამყვანი ტელევიზიების მეშვეობით იმართებოდეს თამამი საუბრები მსოფლიოში მიმდინარ პროცესზე. ან თუგინდ, რომ ზესახელმწიფოების მიერ სისხლით მშენებარე ახალი წესრიგის ადეკვატური მოდელირება, ინოვაციური კონცეფციების მორგება-რეფლექსია ხდებოდეს, – ისევ ჩაფლულნი ვართ მემარცხენე ლიბერალურ ჭაობში. და ეს, როდესაც უამრავი სხვა ქვეყანა და ელიტარული ჯგუფი თავ_თავიანთი სახელმწიფოების ფუნდამენტურ გადაწყობებითაა დაკავებული. იღვიძებენ, ფიქრობენ, და აკეთებენ კიდეც – რათა რწმენით, ახალი მოდერნისტული პროექტებით, სისხლითა და ხორცით დაიბრუნონ ის, რაც ბოლო დეკადების დროს წაერთვათ გარკვეული გლობალისტური წრეების მიზანმიმართულად გატრენდებული იდეოლოგიის გამოისობით.
- რაზეც, უცილობლად და დეტალურად ვისაუბრებთ მეხუთე, დასკვნით ეპიზოდში, არა? შეჯამებისას, განვიხილოთ, მემარცხენე ლიბერალიზმის გენეალოგიით დაწყებული, მისი დეკონსტრუქციით დამთავრებული, ყველა ასპექტი. საკითხის მეტი პრაქტიკულობისთვის, – იქნებ ისეთი კამპანიის წამოწყებაც დაგვეანონსა, როგორიცაა კონსტიტუციიდანაც 78 მუხლის ამოღება. კერძოდ, სადაც სააკაშვილის დროინდელი ჩანაწერი, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – არ აძლევს ქვეყანას მეტი მობილურობის გამჟღავნების საშუალებას. ასევე, რისი მეშვეობითაც, – ფორმალურად ეს ევროპული, შინაარსობრივად კი მემარცხენე ლიბერალური, და შესაბამისად ღრმად ანტიქართული იდეოლოგია, ქვეყნის ოფიციალურ დოქტრინადაა გაცხადებული. რაც კატასტროფულია შედეგების თვალთაზრისით, რადგან „ჩვენში“ იმდენად დიდი მოწონება ჰპოვა რომ, გავლენიანი, დიდწილად შემოქმედებით-მედია კონტიგენტის მიერ საკუთარი ერის, ეკლესიის, ოჯახის, წესის, ჯარისა და სირცხვილის უარყოფაც კი მოხდა მაგ მუხლზე დაყრდნობით. ყოველივე უმსგავსის გატრენდება-თქო, ე.წ. „პრადვინუტობის“ საფარქვეშ და ა.შ.
- დავსძენდი, – ზედმიწევნით მაგის შედეგია ისიც რომ, მიუხედავად იმისა თუ მერამდენე წელია რაც, აღარაა სააკაშვილი ქვეყნის მმართველი, „მიშიზმი“ მაინც რჩება სიმსივნეს დარ სნეულებად – მედია, საგანმანათლებლო, მუნიციპალურ და რეგიონალური ინსტიტუტების უმრავლესობაში. ამიტომაცაა სხვათა შორის, რომ ღარიბაშვილის მიერ, ახალი კურსის ფორმატში გაჟღერებული ინიციატივების უმრავლესობა ფერხდება სწორედ მაგ, ე.წ. შუალედურ დონეებზე. რომლებიც, ზედოზირებულად „მიშიტურებია“-თქო ამ 78 მუხლის, და სხვა ბევრი ფაქტორის გამოც. მოკლედ, პლატონისეულ ალუზიას რომ მივმართოთ, ისევ ჩრდილებს ვაკვირდებით გამოქვაბულის კედლებზე. იმის მაგიერ რომ, სასწრაფო წესით და მასობრივად გავიდეთ გარეთ, რათა ადეკვატურად შევეგებოთ აისს. რისთვისაც, ჯერ ღია საუბრების წამოწყებაა თუნდაც აუცილებელი, – თან აკადემიურ და არა ჩვეულებისამებრ, „ტიკ-ტოკის“ დონეზე.
- არადა, ქართულ მედია_პოლიტ ველზე გადაფორმატირების ნაცვლად, ისევ ის ხდება რაც ლამის მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდი ხდებოდა. ანუ, ე.წ. ელიტა ისევ გაცვეთილი ევრო-ატლანტიკური სისულეების ძახილით გადის დიდწილად ფონს. ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის პერიოდში, ოღონდ ნაკლები ფანატიზმით, არა? აქ, განსაკუთრებით ისინი გამოირჩევიან, ვინც ქართულ ისტებლიშმენტად წოდებულ პოლიტ_მასოვკაში, ერთ დროს აშშ-ს მიერ პირდაპირ თუ ირიბად ხელდასმულნი იყვნენ. მათი ქცევის მოდელი და მსოფლაღქმა შეუცვლელია, გინდ „ნაცებში“ იყვნენ, გინდ „ოცნებაში“ ირიცხებოდნენ ფორმალურად.
- მასობრივი ხასიათისაა ეგ ნიუანსიც, – ანგაჟირებული, უბინძურესი იდეოლოგიით დაავადებული ბრბო ტივტივებს ეკრანებზე. რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას და მოგვახვიეს ისტებლიშმენტად. ნუ, გარდა რამოდენიმე მაღალ_პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისა, და ექსპერტის. მაგრამ, რა შეუძლიათ მათ მასობრივი ცნობიერების წინააღმდეგ, როდესაც მათდამი ფორმალურად ლოიალური მედიაც კი მიშისტურ-მითოლოგიურ აზროვენებაშია ჩაძირული. თუმცაღა, ხომ გაგიგია ჩინური გამოთქმა, „დიდი ხნის განმავლობაში თუ დაჯდები მდინარის პირას. დაინახავ, თუ როგორ მიაქვს დინებას შენი მტრის ლეში“_ო. ალბათ, ასეა აქაც-თქო, რადგან დრო ჩვენზე და არა მემარცხენე ლიბერალებზე და მით უფრო „ოცნებაში“ ჩაბუდებულ უამრავ „მიშისტზე“ მუშაობს, – თან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩემო ჯემალ ბატონო!..
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე