–პირველ და მეორე ეპიზოდებში, განვიხილეთ ლოკალური, და „დიდ საჭადრაკო დაფაზეც“ მიმდინარე მოვლენები. ასევე, თუ რატომ გვაწვდის მეინსტრიმული, დიდწილად მემარცხენე ლიბერალური მედია ე.წ. „ცივილიზირებული მსოფლიო თანამეგობრობის“ ბრძოლას, ე.წ. „ბორეტების ღერძის“ წინააღმდეგ „მანიქეველურ“ ჭრილში …
რა თქმა უნდა, მკითხველს სხვადასხვა სათაურით შეხვდებოდა მოვლენათა ამ კატეგორიის აღწერა; ამიტომ, უნდა იცოდეს ისიც რომ, სახელდებას აქ მხოლოდ გარეგნულ-მანიპულაციური დატვირთვა გააჩნია. რადგან სულერთია: უწოდებს ამას კოლექტიური შაბლონის გავრცელებაში დაინტერესებული მედია_წყარო – „დემოკრატიის“ ბრძოლას „ავტორიტარიზმის“ წინააღმდეგ, ან „ნეოლიბერალიზმის“ შერკინებას „კონსერვატიზმ/ტრადიციონალიზმთან“, თუგინ „დასავლეთის“ „აღმოსავლეთთან“ და ა.შ., ეს ფენომენები ერთი ბუნებისაა მაინც. ერთი დამკვეთი ჰყავთ, და პროვაიდერებსაც ერთი მიზანი ამოძრავებთ. კერძოდ, – მათ ინტერესებშია, არა უტყუარი ფაქტის მიწოდება, ან რეალური, მით უფრო მთლიანი სურათის დახატვა და ა.შ., – არამედ საშუალო სტატისტიკური გონის მქონე რეციპიენტის დარწმუნება, თუ რატომ უნდა იმყოფებოდეს ის „ისტორიის სწორ მხარეს“. სახელდობრ „პროგრესისტების“, ანდა აშშ-ს დემპარტიის ბანაკში და ა.შ., რომ ბრმა იარაღად იქნას გამოყენებული საჭირო დროს და ადგილას. სინტაქსი, სხვა და სხვაა_თქო სიტუაციიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე, მაგრამ სემანტიკა და მაქიდან შობილი კონტროლირებადი ემოცია, რომელიც იბადება ამ მანტრებიდან იმისთვის რომ, დამკვეთმა საჭირო კალაპოტში წარმართოს მასის განწყობა, ერთი და იგივე. შინაარსობრივად კი, ის „მანიქეველურ“, ანუ შავ-თეთრ ფერებში ისეა მოწოდებული, ვითომცდა მხოლოდ ერთ მხარეს არის აბსოლუტური სინათლე. ხოლო მეორე მხარეს, აბსულუტური წყვდიადი. რელიგიური აღქმის დონეზეა აყვანილი კაპიტოლიუმის და მასთან აფილირებული პოლიტ-მედია მოკავშირეების კოორდინატთა ეს სისტემა და ეჭვის გამოთქმაც კი, მეინსტრიმულ-ატლანტიკური აზრის წინააღმდეგ, მათ მიერ წარმოჩენილი რეალობისადმი-თქო, დასჯადი. მაგალითად, რაც ცნობილია “cancel culture”_ის მექანიზმის ამოქმედების სახელით, „ფარმაკის“ ოსტრაკიზმით მეინსტრიმული პოლიტ-მედია ისტებლიშმენტიდან და ა.შ.
-ვგონებ ეს ის პრობლემაა, რომელზეც 12_ის შემდეგ უპირველეს ყოვლისა იყო მისახედი; რადგან, „ოცნების“ მმართველობის ათიოდე წლის თავზეც კი, მმართველმა პარტიამ ვერა და ვერ დასძლია სააკაშვილის ხანაში შობილ-გაღვივებული ეს დოქტრინა და სემიოტიკა. მაქიდანვე გამომდინარე მემარცხენე ლიბერალური ხასიათის იდეოლოგემებიც, უწყვეტ რეჟიმში რომ ასაზრდოებენ მათ ქართულ ნაირსახეობას, „მიშიზმს“. რომელიც სიტყვაზე, სიმსივნეს მეტასტაზებივით, ლამის ყვალა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტზეა მოდებული.
კი ბატონო, და დიდი სუნ_ძის არ იყოს, ვერ უმკლავდება იმის გამო რომ, „მოსაჭრელად, გამომპალი ხის ღეროს კი არ ურტყამენ, არამედ ტოტების მოჭრით იფარგლებიან“. ამ მიდგომის გამო კი, მაქსიმუმ რაც მოხერხდა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან განსხვავებით, ჯერ-ჯერობით შერბილდა წნეხი ალტერნატიულ აზრზე. ასევე, „ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილ მედია_სივრცეებში გააფართოვა დაშვებული თემების დერეფანი. ანუ, იმაზე ბევრად ნაკლები გაკეთდა, ვიდრე საჭირო იყო „მიშიზმის“ დამარცხებისთვის ფუნდამენტურ დონეებზე. არადა, მაგალითად, 2012 წელსვე დოქტრინალურ შრეებში რომ შეგვევცვალა რაღაც-რაღაცეები დელიკატურად, მაღალი სტანდარტი დაგვენერგა „საკადრო პოლიტიკაში“ და ა.შ., დღეს ბევრი რამ იქნებოდა დალაგებული მიმდინარე ისტორიული მომენტის შესაბამისად და ღარიბაშვილსაც, ასე ეულად არ მოუწევდა ჭიდილი სახელმწიფოს შიდა და გარე მტრებთან. სხვათა შორის, არც სუს_ის მიერ გადატრიალება-რევოლუციის ანონსი იქნებოდა ყურადსაღები. საერთოდ თუ იქნებოდა ამ ტიპის განგაში, რადგან „მიშიზმი“ როგორც ფენომენი აღარ იარსებებდა იმ დოზით, რა დოზითაა ის დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი სტრუქტურებში და შესაბამისად საშიში, ქართული სახელმწიფოსთვის. სიტყვაზე, რა გენიალური ანალიტიკა უნდოდა იმის განჭვრეტას რომ, ჯერ „პლასტელინის“, ალასანიას, კვირიკაშვილ-გახარიას, სალომესა თუ ერმაკოვ-დუმბაძეთა მიდი-მოდი ტანდემის წამოსკუპება იყო დაუშვებელი ზოგადეროვნული დონის პოზიციებზე. შემდეგ კი, მათი მეოხებით წამოსკუპებულების გაჩერება-შენარჩუნება შუალედურ რეგიონალურ და მუნიციპალურ, წარმომადგენლობით ანდა პარტიულ თანამდებობებზე. ნუთუ ესოდენ რთული იყო, მათივე თვალსაწიერ-მსოფლაღქმისგან და წარსულიდან გამომდინარე იმის პროგნოზირება_თქო რომ, არ დააყრიდნენ ისინი ხეირს ქალაქს, რეგიონსა თუ ქვეყანას.
-იქნებ კოსმეტიკას დასჯერდნენ დასავლელი „პარტნიორების“ ზეწოლის გამო, ან ვიცით კი საერთოდ, რა ხდებოდა და ხდება კულუარებში? ზოგადად, რა ჩანაფიქრი იყო დასაწყისში და ვინ გასცა კურთხევა ქვეყნის ტრანსფორმაციაზე ისე რომ, საბაზისო შიგთავსს არ შეხებოდნენ? ანდა სულაც, რა პირობებით და ვადამდე? მესმის, მხოლოდ ინსაიდერული ინფორმაცია და ვარაუდები გაგვაჩნია, რაც როდია საკმარისი სრულფასოვანი დასკვნისთვის, მაგრამ მაქსიმალური მიახლოვება სიმართლესთან, ნამდვილად გვძალუძს. ერთი რამ კი მანუგეშებს მთელ ამ პასიანსში, კოლექტიურ დასავლეთში დღეს სულ უფრო ხმამაღლა გაისმის კონსერვატორთა ხმები და თუნდაც, ათიოდე წლის წინანდელთან შედარებით, მეტ ევროპულ ქვეყანაში ხედავენ სოროსის ნამოღვაწარის ნეგატიურ შედეგებს. ხოდა, ამის შემხედვარე გეკითხები; ა) რატომ ყოყმანობს საქართველოს მთავრობა ამ ანტიქართული იდეოლოგიის ტოტალური ამოძირკვის საქმეში, როდესაც ხედავენ კონსერვატორთა რენესანსს, ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით? ბ) თუ რატომ სჯერდება უსასრულო ტრანსფორმაციებს და არა საბოლოო მეტამორფოზას, როდესაც ნათლად ჩანს უკვე მსოფლიოს ახალი გადანაწილება-მოწყობის კონტურები? გ) რეალურად, მეტი წინააღმდეგობის გაწევა თუ შეეძლოთ სოროსისეულ-ნეოლიბერალურ ინტერნაციონალისთვის?
რა თქმა უნდა შეეძლოთ; ავღნიშნე კიდეც, რომ თავშივე გაგვაჩნდა ის ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური შესაძლებლობები, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, მეტი ადეკვატურობა გამოგვეჩინა როგორც საკადრო პოლიტიკის მიმართ, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ღირსეული ადგილის დასაკავებლად გადასადგმელი ნაბიჯებისთვის. რაც, მეტადრე წარმატებული წინსვლის საწინდარი იქნებოდა ამ საკითხში. შანსი, რომელიც მთლიანობაში ნამდვილად არ გაგვიშვია ხელიდან. თუ, პრემიერის სამშვიდობო ინიციატივებსა, ჩინურ-უნგრული მიმართულებით თამამ ნაბიჯებს და ტრადიციონალისტ-კონსერვატიული ხედვების დამკვიდრების მიმართულებით სვლას დავსჯერდებით / მაგრამ, რბილად რომ ვთქვა – ბოლომდე ვერ, ან არ გამოვიყენეთ „შესაძლებლობათა ფანჯარა“ მაინც. იქნებ, საიდუმლო დიპლომატიური არხით, აშშ-ს გამაფრთხილებელ-ასიმეტრიული პასუხების გამო ჩვენს ავტონომიურ ქმედებებზე, ანდა რაღაც სახვა ტაქტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით მოვერიდეთ მეტ სითამამეს დეკოლონიზაციის გზაზე – არ ვიცი. ინფორმაციის სიმწირიდან გამოდინარე კი, თავსაც ვერ დავდებ ვერც ერთ ვერსიაზე.
-და მაინც, ჩვენი პოზიციის მიუხედავად, თუგინდ ჯერ კონტურ_დაფარული, მაგრამ უკვე ნაწილობრივ შეცვლილი მსოფლიო, მალეღა კარდინალურად შეიცვლება ნებისმიერ შემთხვევაში. ეს უკვე ნამდვილად ნათელია, რა შედეგითაც არ უნდა დამთვრდეს კონფლიქტი უკრაინაში, ისრაელ-ღაზასა თუ ჩინეთ-ტაივანს შორის და ა.შ. სავარაუდოთ, ფაქტის წინაშეც დავდგებით, თან უსუსურ მდგომარეობაში ავღმოჩნდებით იმის გამო რომ, ტაქტიკას გადავაყოლეთ სტრატეგია. პროცესი გარდაუვალია და დაახლობით რომ აღწერო მაინც, როგორი წარმოგიდგენია ეს „ახალი სამყარო“?
ვგონებ, საორიენტაციო ნიმუშთან ყველაზე ახლოს პოტსდამ-იალტის დარი სისტემა და ურთიერთობები დგას. გავლენების სფეოროების გადანაწილება კი, დაახლოებით მაგ კლასიკურ მოდელზევე მიმსგავსებული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, პოპკორნი მოსამარაგებელი გვაქვს ქართველებს (იცინის), და იმაზე მეტი გადასაფასებელი ვიდრე წარმოგვიდგენია კიდეც; ტექტონიკური ძვრები გველის-თქო და საგანგაშოა, თუ რა გვაქვს დღეის მდგომარეობით ქართულ პოლიტ_მედია ველზე გატრენდებული. ტინგიცობა, ისტერიული ყიჟინა ევროკავშირის გაფართოვებაზე და მასაში, ფუტუროლოგიური ჟანრიდან უსაფუძვლო ლაყბობა ნატო_ში წევრობის პერსპექტივის შესახებ. რეალობას მოწყვეტილი ყბედობაა-თქო და „კალეიდოსკოპური კრეტინიზმი“, ეს ჰიპერ_ვესტერნიზირებული ვაქხანალია ქართულ ტელეარხებზე და ა.შ.
-ჰმ_და, ეს იმის მაგიერ რომ ასეთ, ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხებზე მიმდინარეობდეს პერმანენტული და ღია დისპუტები, ჩვენი სამშობლოს საუკეთესო შვილებს, ერსა და ბერს შორის, თან ყოველგვარი კლიშეების მიღმა, არა?
რა თქმა უნდა და აქვე, რომელიმე ბანაკის ექსპერტს, ანდა პოლიტიკოსს რომ არ დავეყრდნო. რათა, ან ერთმა, ან მეორე მხარემ, მიკერძოება არ დამწამოს. გაეროს გენმდივან ანტონიუ გუტერიშის სიტყვებს მოვიყვანდი დასტურად; წარმოიდგინონ და, ისიც კი, – არა „პრორუსი“, ან „პროჩინელი“, თუ „პროამერიკელი“ – აცხადებს რომ „ჩვენ მრავალპოლარული სამყაროსკენ მივემართებით“. რაც, მაგ მტკიცებუებიდან გამომდინარე სხვა ყველაფერ თანმდევთან ერთად იმასაც ნიშნავს, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე, უნდა აუწყოს ფეხი ახალ რეალობას. ეს კი, პირველ რიგში გულისხმობს საკუთარი ეროვნული ინტერესებითა და არამც, მსოფლიოს გუშინდელი უპირობო ჰეგემონის, აშშ-ს კარნახით მოქმედებას. ბოლო-ბოლო დივერსიფიკაცია, ჩვენი ტრაგიკული, მაგრამ ულამაზესი ისტორიით ნაკარნახევი აქსიომაა / პატარა, განვითარებადი ქვეყნა, არ უნდა იქცეს „საჯილდაო ქვად“ და „საზარბაზნე ხორცად“ ცივილიზაციათა კონფლიქტში. თუ განვითარება, ერთიანობა, შთამომავლობაზე ორიენტაცია და დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომელიც ვერა და ვერ გაითავისა მემარცხენე ლიბერალიზმით დაზომბირებულმა წრეებმა. იმ ანტიქართული იდეოლოგიის ადეპტებმა, რომლის წარმომავლობას, განვითარების პერიპეტიებს და მზიდ პოსტულატებს აუცილებლად უნდა შევეხოთ მომდევნო ეპიზოდში. რომ ჩავწვდეთ არსებითს, – თუ საიდან გამომდინარეობს სინამდვილეში, მთელი ის უმსგავსობები რაც წლებია ალპობს საქართველოს და რომლებსაც ჩვენი დაბალ_პასუხისმგებლიანი, სამწუხაროდ მეინსტრიმული მედია, პროგრესად, ორიენტირად, ზოგადად, კარგ ტონად და ყოვლად უნამუსოდ ილია მართალის გზად უსაღბს მრევლს.
-ანბანური ჭეშმარიტება კი არის, მაგრამ „ჩვენებს“ რომ გაანებო თავი, საქართველოსთვის ეს, ასე ვთქვათ „თვითკმარი სუბიექტის“ სტატუსი როდი აწყობს ოკეანის_გაღმელ ძლევამოსილ ძალებს. ბოლო დეკადებია, ისინი უკონკურენტოდ მართავდნენ სამყაროს და შესაბამისად, აქაური დამქაშების მეშვეობით, – ჩვენც! ხოდა, კი მესმის რომ კაი გაყოლა უღრანი ამბავი გამოვა, ეს საკითხი რომ გაშალო, მაგრამ ძალზე დამაინტერესა. ამიტომაც, იქნებ გეცადა-თქო რამოდენიმე შტრიხით მაინც, დაგეფიქსირებინა პოზიცია და თუ ვერანაირად გამოვა ამ ფორმატში, დაე მე-4, დასკვნით ეპიზოდში განვიხილოთ ყოველივე ართქმული აქ …
მერწმუნე ბატონო ჯემალ, პასუხი რამოდენიმე შტრიხით, ასეთი რთული არქიტექტონიკის კითხვაზე შეუძლებელია. ამიტომ, შედარებით მარტივად და მაქსიმუმ, ხუთიოდე აბზაცით გიპასუხებ, რომ წინარე ეპიზოდის კომპოზიცია არ დაირღვეს. ისევ, შენი და იმ ჩვენი პატივცემული მკითხველის ხათრით, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს მოელის ციკლის გაგრძელებას. მაგრამ ამას, უფრო ანონსის და არა სრულყოფილი პასუხის სახე ექნება რა თქმა უნდა. მოკლედ დისპოზიცია შემდეგნაირია; თუ ერთის მხრივ, გავლენიანი მოთამაშე ე.წ. ევრო-ატლანტიკური ბანაკიდან აცხადებს რომ „ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი“ და შემდეგ ჩვეულებისამებრ, ბლა-ბლა-ბლა იღვრება. აი იმ მრავალწლიანი, უშრეტი ნაკადის მარაგიდან, ჩვენი ერი ხან ერთ ავანტიურაში, ხან მეორეში რომ ჩაითრია და ერთ დროს, საბჭოეთის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა, ლამის ბოშათა დარ ბანაკის, გაღატაკებულ ლიმიტროფ წარმონაქმნად აქცია. მეორე მხრივ, ჩვენი პრემიერი აცხადებს რომ, „ბევრი მცდელობა იყო, საქართველო გამოყენებული ყოფილიყო ინსტრუმენტად ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ – ჩვენი მთავარი დევიზია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება“. იმედია დამეთანხმები, რომ ჭეშმარიტად ისტორიულ-კონცეპტუალური დატვირთვის სიტყვაა. მერედა, ალბათ როგორც უკვე მიმიხვდი, მეტი თვალსაჩინობისთვის ჰეგელისეულ-დიალექტიკურ ხერხს მივმართე. რათა, თეზა, ანტითეზა და სინთეზის კატეგორიები გამომეყენა ისე და იმისათვის რომ, მკითხველს უკეთ დაენახა გრადაციის და წინააღმდეგობების მეშვეობით, თუ რა მამაძაღლობასთან აქვს საქმე ე.წ. ევროატლანტიკური ძალების წარმომადგენელთა მხრიდან. სიტყვაზე, პრემიერის მიერ წარმოთქმული ეს ანტითეზა კი, პირველია ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამი, მთელი ამ პოსტსაბჭოთა წლების განმავლობაში, რაც ისეთი სიმძლავრის ფუნდამენტური ცვლილებების დასაწყის მოასწავებს, რომ არათუ „მიშიზმის“ სრულ დამარცხებას და დეკოლონიზაციას, არამედ არსებითად სხვა საქართველოში ცხოვრებას გვიქადის. რომ, თავად მმართველი პარტიის მოსალოდნელ მეტამორფოზაზე, დაშლა-გაშლაზე და სხვა „ანტიმიშისტურ“ გაერთიანებებთან კოოპერაციაში შესვლაზე აღარაფერი ვთქვა …
-მართლაც დიდებული სიტყვაა, რომლის ისტორიულ მნიშვნელობას იქნებ სულაც თაობების მერე შეაფასებენ სათანადოთ, თუ დღეს არა. მაშინ, დაგესესხები ხერხში, და გამოდის რომ სინთეზში რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება, ხდება შემდეგი; თუ ერთ, გლობალურად გავლენიან მხარეს ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენია ინსტრუმენტად, ე.წ. „ბოროტების ღერძის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე მხარეს საერთოდ აღარ სურს ამ „დიდ თამაშში“, რამენაირი და მით უფრო პაიკის როლის შესრულება, როგორც ეს მაგალითად სააკაშვილმა იკადრა. ხომ სწორად გავიგე?
როგორც ყოველთვის; წარმოიდგინე და აი, ამ გზაზე, საქართველოს მთავრობამ მოახერხა და მოკავშირეებიც კი შეიძინა. თუგინდ ფორმალური, მაგრამ ისევ და ისევ ევრო-ატლანტიკური ბანაკიდან. რაც მეტადრე გამაღიზიანებელია მათთვის (იცინის). კერძოდ, ორბანი, ეს რომ აღარაფერი ვთქვა ცენტრალური მთავრობის მთავარ მოკავშირეებზე – ქართველი ხალხის უმრავლესობაზე, მშვიდობის გამო მადლიერ ძალოვნებზე და ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ კლასიკურ ლიბერალური, და ტრადიციონალისტური მიდგომით მოხიბლულ ეკლესიაზე.
-ჰმ, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა აშშ–ს ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის რექაცია – „თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ევროპული ღირებულებები ან ევროკავშირი“. რა არის ბოლო-ბოლო ეს ყბადაღებული ევროპული ფასეულობები, იქნებ ესეც თქვა?
ამაზეც, დათქმის თანახმად მომდევნო ეპიზოდში ვისაუბროთ, არადა მკითხველიც გადაიღლება. თუმცაღა დავსძენდი რომ თავად ვიქტორ ორბანმა უპასუხა მაგ განცხადებას ამომწურავად; კერძოდ რომ, „ჩვენს თვალწინ ბრიუსელი ჰქმნის ორუელისეულ სამყაროს. ისინი აკონტროლებენ მედიას ე.წ. თავისუფალი მედიის მეშვეობით. ყიდიან და აწვდიან იარაღს ე.წ. მშვიდობის ფონდის გავლით. ჩვენ კი, კომუნისტებს ვებრძოდით არა იმიტომ რომ ავღმოჩენილიყავით 1984 წელში!“. ხოდა, მეც მის კვალდაკვალ გავიმეორებდი რომ, – არც ჩვენ, ქართველების ჯანსაღ ნაწილს გვინდა ორუელისეულ სამყაროში ცხოვრება, რომლის ნაწილი ვიყავით მთელი ეს სააკაშვილისეული წლები. თუგინდ, ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანის ტაკერ კარლსონის სიტყვებით დავაზუსტოთ და მოვჩეთ კიდეც ამით ეს ეპიზოდი: “აშშ_ში ვერ იტანენ უნგრეთს. მათ ის არა იმიტომ სძულთ რასაც აკეთებს, არამედ იმიტომ რასაც წარმოადგენს. უნგრეთი ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამიტომ სძულთ. ის არის ქვეყანა, რომელიც ქრისტიანულ მცნებებზეა დაფუძნებული. იმავე მიზეზით სძულთ მათ რუსეთი.” იქნებ ამიტომაც ვერ გვიტანენ ჩვენ და ღარიბაშვილს-თქო, პირადად მას თუგინდ, როგორც ქართული ტრადიციონალისტურ-კონსერვატორული ძალების პერსონიფიკაციას. ასე და ამგვარად, ლამის სადისერტაციო თემას შევეხეთ და რამდენად გაამართლებს მიმოხილვა საგაზეთო ფორმატში არ ვიცი. თუმცაღა, დათქმისამებრ ამით მოვრჩეთ ამჯერზე და დასრულება-გაშლა მეოთხე ეპიზოდში ვცადოთ: მანამდე კი, ვისარგებლებ რა შემთხვევით და ჩვენს ერთგულ მკითხველს ბარემ იმასაც ვეტყვი, თუ რატომ გვქონდა ტრადიციად ქცეული „საუბრების“ 3_თვიანი წყვეტა; ურთულესი ოპერაცია გადავიტანე გულზე. ღვთის წყალობით, ავსტრიელი პროფესორ ოტო დაპუნტის და BMC – ის კარდიოქირურგების გუნდის ძალისხმევის შედეგად, დღეს ისევ ფორმაში ვარ. რისთვისაც, მადლობას ვუხდი მათ. ასევე, მადლიერებას გამოვხატავ „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – ს მედდების, მაღალპროფესიულ და ემპათიით აღსავსე პერსონალსაც. *
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე