თანამედროვე, ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ცვალებადი სფეროა, სწორედ ამიტომ საქართველოში უნივერსიტეტში თანამედროვე მძლავრი კომპიუტერული ტექნიკით დაკომპლექტებული კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გაიხსნა.
კვანტური ტექნოლოგიების გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მედიცინა, მეცნიერება, საბანკო საქმე და სუფთა ენერგია და აქვს გრძელვადიანი გავლენა. სწორედ ამიტომ, ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო და სტუდენტური პროექტების განხორციელებას და სტუდენტებში კომპიუტერული აზროვნების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთნ დაკავშირებული ახალი იდეების დაბადებას. ამ მიზნით ცენტრის ბაზაზე შექმნილია საუნივერსიტეტო კურსები, რომელებსაც მიმდინარე სემესტრში ათასამდე მსმენელი ჰყავს.
როგორც კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ თავზარაშვილი ამბობს, ცენტრი დაკომპლექტებულია თანამედროვე მძლავრი კომპიუტერული ტექნიკით, რომელიც შეძენილია ERASMUS+ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებით.
-„მნიშვნელოვანია დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცენტრის ინიციატივით დაგემილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სემინარები, კონფერენციები, ტრეინინგები და მოსამზადებელი კურსები, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის“ – ამბობს კახაბერ თავზარაშვილი.
ამ ეტაპისთვის ცენტრს სკოლის მოსწავლეებისათვის აქვს რამდენიმე მიმდინარე კურსი STEM პროგრამის, ვებ პროგრამირების, რობოტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით.