-გავლენიანი „The Telegraph“_ი წერს რომ, “ევროკავშირის იმპერია იშლება”; მართალია გამოცემა ამას, უშუალოდ თურქეთის არჩევნებს უკავაშიებს და ამის გამო ბრიუსელის წონის დაკნინებას. თუმცაღა ნათელია, რომ ეს პროცესი მრავალწლიანი კრიზისის სიმპტომატიკა და შედეგიცაა. შიმონ პერეს უთქვამს, „ქვის ხანა დამთვრდა არა იმიტომ რომ ქვები გამოეცალათ, არამედ – რომ ერთი ეპოქა დასრულდა და დაიწყო მეორე“, – ასეა აქაც-მეთქი. რაც, ეტყობა ვერა და ვერ გაიაზრეს გარკვეულმა წრეებმა საქართველოში – რის გამოც, ხან ხავს ეკიდებიან „დასავლეთო დაგვეხმარებაო“ გაცვეთილ ჟანრში, ხან კი კარნავალური ტიპის პროტესტებით წინააღმდეგობასაც უწევენ ახალი ეპოქის თანმდევ სახეებს, პარტიებს, იდეებს და ა.შ. რაც თავის მხრივ, ვგონებ იგივეა რომ მზის ამოსვლას ეწინააღმდეგებოდეს დევიანტური კულტის მსახური რიტუალებით, სიბნელის სიყვარულის გამო. სიტყვაზე, გამალებული წინააღმდეგობის მიუხედავად, პროცესი მაინც მიმდინარეობს დინამიურად. პროცესი, რომელსაც საგულდაგულოდ უმალავდა ქართველებს „მიშისტური“ მედია მთელი ეს პოსტსაბჭოთა დეკადები, არადა ლპობა კარგა ხანია რაც დაიწყო. მეტიც, უტიფრად საპირისპიროს არწმუნებდა, რომ საქმე სულაც ისე არ არის როგორც ამას „რუსული პროპაგანდა“ გვაწვდის, და შტატებს თურმე ისევლე, როგორც 90_იანების გარიჟრაჟზე კონკურენტი არ ჰყავს. რომ ევროპა, როგორც არასოდეს ერთიანია, რომ დღეს თუ არა ხვალ ევროკავშირში და ნატოში გავწევრიანდებით და ა.შ. მათ საქმეს უადვილებდა ისიც რომ, ფორმალურად მმართველ ძალასათან აფილირებული ტელევზიებიც კი, ვერ ახერხებდნენ გაბატონებული „მიშისტური“ დისკურსის გარდატეხას ზოგადქართულ მედიაველზე და შინაარსობრივად ხშირად უფრო მეტად „მიშისტურ“ მიდგომებს ამჟღავნებდნენ კიდეც, ვიდრე სააკაშვილის ტელევიზიები. ნუ, გარდა “პოსტვ“_ს რა თქმა უნდა, რომლის რესურსი ნამდვილად არაა საკმარისი გაბატონებული დისკურსის დასაძლევად. არადა ამის გარეშე XXI საუკუნეში შეუძლებელია „მიშიზმის“ როგორც ფენომენის დამარცხება. რომელიც თავის მხრივ მეტი არაფერია თუ რა, მოდერნიზირებული „ზვიადიზმი“. მოკლედ, რაც უფრო ვადევნებ თვალს ამ საკითხს და ვუღრმავდები – ვრწმუნდები, რომ ის რაც ნათელია გარკვეული პროფილური წრეებისთის აქ, და ზედაპირზე დევს მაგალითად იქ მასებისთის – ჩვენთან ან ტაბუირებულია, ან ნახევრად სიმართლედ მოწოდებული, ანდა ემოციების ისეთი პრესინგის ქვეშ იმყოფება რომ „ობიექტივკაზე“, რომელსაც სახალხო ცირკულარის ხასიათი ექნებოდა, საუბარი ზედმეტია. რაც სინამდვილეში, ვგონებ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაცაა. ამიტომ, მოდი ამჯერზე ჩვენი დიალოგი, ამ სავარაუდო დაშლის მიზეზებსა და საქართველოსთვის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრით დავიწყოთ. „პოლიშინელის საიდუმლოა“ რომ ევროპაში სულ უფრო იზრდება ურთიერთწინააღმდეგობა ისეთ ლოკომოტივებს შორის, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი. ასე მაგალითად, „Die Welt“_ი, აღარ ერიდება და ამ არაჯანსაღ თანაცხოვრებას ევროკავშირის ფორმატში ახასიათებს როგორც „ფსკერს“. „ლიბერასიონის“ ჟურნალისტები კი ცინიკურად აღნიშნავენ რომ გერმანიასა და საფრანგეთს შორის „პრეტენზიების ნუსხა ერთმანეთის მიმართ უკიდეგანოა“. ვთქვათ ისიც, თუ რის ირგვლივ მიდის დავა, – ესაა რუსული გაზი, ჰიპერინფლაცია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ბარემ უთანხმოების კიდევ ერთ-ერთ კონკრეტულ ეპიზოდზეც ვიტყვი; მაგალითად, სანამ გერმანელები გეგმავდნენ გაზსადენის აშენებას გერმანიასა და ესპანეთს შორის, ფრანგებმა წაართვეს ინიციატივა და მოელეპარაკენ ესპანეთს და პორტუგალიას სხვა გაზსადენზე „BarMar“_ზე, რომელიც გაივლის მარსელსა და ბარსელონას შორის ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე. ეს კი ნიშნავს რომ, გერმანული პროექტი ჩავარდა და რომ გერმანული ბიზნესი სერიოზულ ზარალს მიიღებს. ასევე ისიც სათქმელია, რომ როდესაც ვკითხულობთ სხვადასხვა ქვეყნის პრესას, ადვილი შესამჩნევია რომ, კოლექტიურ ევროპას ყველაზე მეტად ენერგეტიკის პრობლემები აღელვებს და არა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და უკრაინა, – ეს იმ დროს, როდესაც ამერიკელებს ყველაზე მეტად აფრთხობს ევროპელების დამოკიდებულება რუსეთ-ჩინეთის მიმართ. ვგონებ, ღირს ასევე შევახსენოთ ჩვენს მკითხველს ისიც, რომ საფრანგეთი და გერმანია ასეული წლის განმავლობაში ერთმანეთს ეომებოდნენ. რომ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ეს მათი ანტაგონიზმი გამოვლინდა ფრნაკო-პრუსიულ, 1870–1871 ომში. რომელიც საფრანგეთმა სამარცხვინოდ წააგო და რომ მერე კიდევ იყო 2 მსოფლიო ომი მათი მონაწილეობით, ერთმანეთის წინააღმდეგ. ასე რომ ამ უახლოეს მეზობლებს ნამვდილად აქვთ ისტორიული მიზეზები, არ ენდონ ერთმანეთს და ისტორიული შიშებიც გააჩნდეთ ერთმანეთის მიმართ. აი, რას ამბობს მაგალითისთის საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დე ვილპენი „ფრანს ინტერთან“ ინტერვიუში: „წყვილი საფრანგეთი – გერმანია დაშორდა, მათი კავშირი პარალიზებულია“. „Le Point“_ის მიმომხილველი კი წერს რომ, კონფლიქტი უკრაინაში ცვლის ევროპაში ძალთა ბალანს და გერმანია წინა პლანზე გამოდის, რაც ძალზე აღიზიანებს და აშინებს ფრანგებს“. ამ დროს ეკონომიკურიდან, სოციალურ ველზე რომ გადავინაცვლოთ, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი – უნგრეთის პრემიერი ორბანი, აცხადებს რომ „საჭიროა ნაკლები ტრანსვესტიტი და მეტი ჩაკ ნორისები“_ო. ასევე, ის უარყოფს ლგბტ_თემის განსაკუთრებელ უფლებებს და აცხადებს რომ ოჯახი უნდა შედგებოდეს მამა-მამაკაცისგან და დედა-ქალისგან, რაც მის წინააღმდეგ რაზმავს ყველა ევროპელ მემარცხენე ლიბერალს. „დროა ბავშვებს დავანებოთ თავი და ამ თემაზე ყველა დისკუსია დავასრულოთ!”,- აცხადებს ის იმ დროს, როდესაც ე.წ. „თავისუფალი სამყაროს“ ლიდერი ჯო ბაიდენი, ამბობს სრულიად საპირისპიროს. კერძოდ, რომ „მინდა გავუგზავნომესიჯი ლგბტქი+ საზოგადოებას, განსაკუთრებითტრანსგენდერ ბავშვებს – თქვენ უყვარხართ. თქვენიესმით. თქვენ გიგებენ_ო» და ა.შ. ამბობს ის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რათა არ ეგონოს ვინმეს, ეს რომ ტოტალურად ამერიკელი ხალხის პოზიციაა – ტრამპი, ტაკერ კარლსონი, 80 მილიონი უკანასკნელი არჩევნებით გაწბილებული ამერიკელი კატეგორიულად არ ეთანხმება თეთრ სახლში გაბატონებულ ამ ამაზრზენ სწავლებას. აი რას ამბობს მაგალითად ტულსი გაბარდი; „ღევანდელი“დემოკრატიული პარტია” ძირს უთხრის ოჯახებს, ართმევს მშობლებს მშობლის უფლებებს, სექსუალურად ძალადობს ჩვენს შვილებზე, ასახიჩრებს/წამლავს ბავშვებს „გენდერზეორიენტირებული ზრუნვით“ და ახდენს პედოფილიისდა ჩვილების მკვლელობის ნორმალიზებას. ჩვენუნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, სანამ გვიან არ არის.“ ტრამპის და ტაკერ კარლსონის გამოსვლები ამ თემასთან დაკავშირებით შედარებით ცნობილია ჩვენი მკითხველისთვის, ამიტომაც აღარ შევჩერდები მათზე. ეტყობა, ამიტომაც ამ ყოველივეს შემხედვარე, დიმიტრი ხუნდაძე, “ხალხის ძალიდან” აცხადებს რომ – “ევროპა ასცდა საკუთარ თავს. ევროპა უნდადაბრუნდეს ევროპაში“. მოკლედ, ამ აქტუალურ, და მიმდინარე თემებთან ერთად, ისეთ ზოგად საკითხსაც მინდა შევეხოთ, თუ რა არისსინამდვილეში ევროპული ცივილიზაცია. რადგან ბოლო დროს, იმდენი ინტერპრეტაცია მოვისმინე ამ ცნების, რომ ვერანაირად ვაიგივებ მათ განმარტებებს, ჩემს წარმოდგენაში არსებულ ევროპის სურათ-ხატთან. დავიბენი-თქო, ამდენი ვერსიისგან. საქართველოში ხომ ყველას საკუთარი ევროპა გააჩნია, თავ-თავიანთ წარმოსახვებში არსებული ევროპული კულტურის, ისტორიის და მოწყობის. მაგალითად, ზოგისთვის ის ჰედონიზმის წყაროა, ზოგი მასში ბერძნულ-რომაულ იდეალებს ჰპოულობს, ზოგნიც წესრიგს ხედავს, მავანი ნეოლიბერალიზმის დაუბრკოლებლად გავრცელების გარანტორს, ზოგს კი პათოლოგიურად ეჯავრება ის, და ა.შ. სურათი, რომელიც პასუხისმგებლიანი, რთულად მოაზროვნე და ცენზიანი მოქალაქისთვის ალბათ როდია ნორმალური, არა?
კი ბატონო მასეა, რადგან ერთია რწმენა და მეორეა პრობლემის ინტელექტუალუი გააზრება; თავი რომ გავანებოთ საჯარო სივრცეს და დისკურსების ჭიდილს მედიაველსა თუ პოლიტიკაში. ყოფაშიც – თითქმის, ყოველდღიურად მაქვს მსგავს პრობლემასთან შეხება და რომ არ დაურჩეს მკითხველს შეგრძნება, ვითომცდა ამ არასწორი პრიზმით მხოლოდ „ნაცები“, ანდა მათთან აფილირებული ბნელი ძალები სცოდავენ. ვეტყვი რომ, ასევე გამორჩეულად რაფინირებულ და ნათელი გონის ხალხთან მიწევს ამ თემაზე კამათი ლამის ყოველდღიურ, ასე ვთქვათ „სამზარეულოს რეჟიმში“. ასე მაგალითად, არაერთხელ გაკვირვებით მიცქერია, თუ როგორ ვერ ისინი იმას, რასაც ვხედავ მე, – რაც ზედაპირზე დევს და აშკარად მოსჩანს ხედვის ჩემი რაკურსიდან. არადა ჩვენი გადასახედიდან, ვითომცდა ნათელია ყველაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი მაინც რჩებიან თავ-თავიანთ პოზიციებზე. ამიტომაც, მეტი თვალსაჩინოებისთვის ავიღებ მეტადრე საინტერესო ფოკუს-ჯგუფის 2 წარმომადგენელს; ჯერ ერთი, რადგან პოლიტიკურად ნეიტრალურნი არიან და შესაბამისად, ელექტორატის დიდ სეგმენტს წარმოადგენენ. მეორე და გადამწყვეტი, – მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს მათთან და იმ დონის განათლების ცენზი გააჩნიათ, რომ თეორიაში მაინც, – გამიჯნონ შავი თეთრისგან, და „ღვარძლს ხორბალი“ არ გადააყოლონ კეთილსინდისერი და კომპეტენტური ახსნა-განმარტების შემთხვევაში. მესამე, ბოლო-ბოლო ელემენტარული ცნობისმოყვარეობა მასმენინებს მათ, ამ ჭიკჭიკის დარ მონოლეგებს, რის მეშვეობითაც, ისინი ცდილბენ ხოლმე ჩემს გადარწმუნებას (იცინის). არადა ამ დროს, როგორც წესი ვანზოგადებ და ვცდილობ ჩავწვდე იმ მექანიზმებს, რომლის მეშვეობითაც, ასეთი აზრები და საკითხისადმი დამოკიდებულება იმკვიდრებს ფეხს მასებში. მერედა, წმიდა წყლის პროფესიული ინტერესის გარდა და აზრთა სხვაობის მიუხედავად კონკრეტულად ამ თემასთან მიმართებაში, უბრალოდ ვალში ვარ მათთან, მომაჯადოვებელი კომპანიის და სასიამოვნო ჰარმონიისთვის, რაც ერთი-ორად ზრდის მათ ტალღაზე გადასვლის საშიშროებასაც. თუ რა თქმა უნდა ემოციურად, და არა ასე, ელეგანტური სიმარტივით გამორჩეულ, იაპონური „საბი“_ს სტილში და ratio_ს რეჟიმში გაივლი მაია ჩხაიძესთან & მარიამ ცინცქილაძესთან ერთად „ჩაის გზა“_ს. ჩავშლიდი ბარემ, რადგან ეს „კულტურული კოდი“ შესაძლოა უცხო დარჩეს ბევრისთვის, და შესაბამისად მიუწვდომელი გაგებისთვის, მაგიტომაც ქართული კულტურისთვის უფრო ახლო სურათ-ხატს გამოვიყენებ; ანუ ისევლე, როგორც სირინოზების წკრიალა სიმღერა უხშობდა-თქო გონს ოდისევს, რომ თავი არ დაეზღვია და აჰყოლოდა ემოციებს. ასევეა აქაც, – მსგავსად უნდა დაიზღვიო-მეთქი თავი რეციპიენტმა ურთიერთობებისას მაშინ, როდესაც გონის ავლით, გრძნობებითა და რწმენით ცდილობენ შეხედულებების მოხვევას. ტექნიკა, რომელსაც სხვათა შორის წარმატებით იყენებენ საგულდაგულოდ შერჩეული მომხიბლავი წამყვანები, როდესაც რედაქტორის, ანდა არხის მფლობელის ფასეულობათა სისტემის, ან პოლიტიკური ხედვების ინდოქტრინაციას ცდილობენ მაყურებელში.
-ჰმ, ვითომცდა ნათელი პრაქტიკაა და გაგებისთვის მარტივი მექნიზმია. მაგრამ რატომაა მაშინ, რომ მრვალაწლიანი ურთიერთობის მიუხედავად ეს ორი ქალბატონი – მარიამი & მაია ვერა და ვერ დაარწმუნე იმაში რომ, მათ მიერ არჩეული ვერსია, ძალზე შორსაა სიმართლისგან და მით უფრო უცნაურია ეს, თუ გავითვალისწინებთ რომ ერთი ცენზი, შესაბამისად წარმომავლობა, სოციალური წრე და უნარები გაქვთ, ფაქტებიც ხომ შენი ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ბოლო-ბოლო? შესაბამისად რაღაც სხვა რამეშია საქმე და ვცადოთ მაშან ამის ამოხსნაც, ევროპასა და ზოგადად ევრო-ატლანტიკურ გეზზე წამოჭრილი პრობლემის ჭრილში. სიტყვაზე, ეს მეტადრე საინტერესო საკითხია პოლიტტექნოლოგიური კუთხითაც, რადგან უზარმაზარ ქართულ სეგმენტს ეხება განზოგადების და მოგვარების რეცეპტის დადების შემთხვევაში. იმათ, ვისზეც შესაძლოა იყოს დამოკიდებული 2024 წლის არჩევნების შედეგები, შასაბამისად ქვეყნის გეზიც და ამ გზაზე წამოჭრილი თანმდევი გამოწვევების მოგერიება.
სამწუხაროდ ეგრეა; იმის მაგიერ რომ, ნამდვილ ბუნებას აყოლილნი, მთელი მკერდით შეიყნოსონ ახალი ეპოქის აისს მოყოლილი თანმდევი სიო, ეჭიდებიან ილუზიებს, და განა რამეში ვკიცხავ, პირიქით – კარგადაც მესმის მათი. სიტყვაზე, საერთოდ ყველა მიდგომას და აზრს იმოტომ ვუდგები დელიკატურად და გერმენევტიკა_ნარევი მეთოდით, – რადგან ვიცი რომ დიდწილად, ისინი ირაციონალურ საფუძველზე წარმოიქმნებიან. მათ ასე ასწავლეს, წააკითხეს, მოასმენინეს და ანახეს – იმიტომაც, რომ საკუთარ ფიქრებს, ხალხის 90 პროცენტი უბრალოდ ვერ აკონტროლებს-თქო და ეს, ადამიანური ბუნების იმანენტური თვისებაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. მოკლედ, დავიწყოთ მაშინ ამ მექანიზმების ანატომიით; იმ კონსტრუქციის დეტალიზირებული გარჩევით, რომ აპირობებს ასეთ რწმენას მათში. მერე კი, უშუალოდ ფაქტებზე და ისტორიულ კონტექსტზე გადავიდეთ, რის გარჩევის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია დღევანდელი სურათის ობიექტური დანახვა; წინსწრებით ვიტყოდი კიდეც რომ, ვგონებ ეს სტილი, მეტადრე სასარგებლო დარჩება არა მხოლოდ ამ ქალბატონების მოქცევისთვის – რადგან მინიმუმ დააფიქრებს ჩემს მიერ აღებული ხაზის სისწორეში. არამედ იმ კონტიგენტის მოსაბრუნებლადაც, ვინც მათ მსგავსად გზააბნეულია, და ძველი პროპაგანდისტული კლიშეებით საზრდოობს, ისტორიის ცოდნის თვალსაზრისითაც ვერ დაიკვეხნის თან. თუმცა, რადგან აქ უკვე ინდივიდულური ფაქტორიდან მასობრივზე გადავდივართ, სხვა ტიპის მექანიზმები ირთვება და პერსონალური მიდგომა ვერაფერ დიდს გახდება მთელი სოციალური შრის ჰიპნოზიდან გამოყვანის საქმეში. მაგრამ, ამ „ლეველზე“ უკვე პასუხისმგებელი პირების ამუშავების იმედი მაქვს მედიის, პიარის და პროპაგანდის კუთხით. (!) მაგიტომაც, ვისარგებლებ რა შემთხვევით და მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა; ეს სულაც არაა ძნელი, თუკი გესმით საგანი და ისიც გაქვთ გააზრებული ზოგადქართული რანგის მოხელის სტატუსში, რომ მხოლოდ სწორი ცოდნის საფუძველზეშეიძლება ისეთი ისტორიის დაწერა, და იმ„ფლუქტაციების“ აღმოჩენა, რომლებმაც 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე, ეს არასახარბიელო მოვლენები წარმოშვა და რატომაც. ეს კი, შეცდომების კეთილსინდისიერ ინვენტარიზაციასთან ერთად, ნიშნავს იმასაც რომ, – თუ შეიცნობთ, როგორ გაკეთდა/მოხდა/აღმოცენდა/ჩაიხლართა ეს, აკადემიურ და არა ჩვეულ, ქართული სუფრის დონეზე, კიდეც შეძლებთ, ამ – თქვენივე გამოისობით მიშვებულის, საუკეთესო ვერსიად გარდაქმნას!
-თან, თუ ხელწერის დატოვების უდრეკი ნებაც გამოუჩნდათ ანალებზე, გაითვალისწინებენ იქნებ რიჩარდ ნიქსონის შეგონებასაც, რომ „1 დოლარი ჩადებული პროპაგანდასა და ინფორმაციაში, ბევრად ღირებულია 10 დოლარზე, რომელიც საბრძოლო სისტემების შექმნაში ჩაიდება. რადგან უკანასკნელი შეასაძლოა არც კი იქნას გამოყენებული, იმ დროს როდესაც ინფორმაცია ყოველ საათს და ყველგან მუშაობს“. რაც, მოდი სიმართლე ვთქვათ და, მთელი ეს „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უგულვებყოფილი იყო მმართველი ძალის მიერ, რითიც ისარგებლა კიდეც მემარცხენე ლიბარალური მიმართულების მედიამ.
რბილი ნათქვამია; ამით „ისარგებლა კიდეც მემარცხენე ლიბარალური მიმართულების მედიამ.“ (იცინის). „ოცნების“ მედია_ინფანტილიზმის პირობებში, „აზრის პოლიციაც“ კი დააწესა ნეოლიბერალურმა ტელეარხებმა და უტიფარი, ხშირად წერა-კითხვის უცოდინარი, მიკროფონით მორბენალი გოგო-ბიჭების სახით „აბულინგებდნენ“ მთელი ეს პერიოდი ნებსმიერს, ვინც არ იზიარებდა მათ პარადიგმას. არადა რა სცდებოდა მათ პარადიგმას, ყველაფერი რაც common sense_ში (რედ. საღი აზრი) ჯდებოდა, ის ცხადდებოდა მათ მიერ „სამშობლოს ღალატად“ და „რუსეთუმეობად“. მაგალითად, ისეთი ტრუიზმები, როგორიცაა ის რომ – პოლიტიკაში არაა მეგობარი თუ მტერი, და არის მხოლოდ ქვეყნის ინტერესები. რომ კოლუმბის დროიდან დასავლეთს ყველაფერი გასდიოდა, და თუ ვინმე ჯიუტდებოდა, მაგალითად როგორც ჩინეთი, გემებს მიაყენებდნენ და აიძულებდნენ ოპიუმზე შემჯდარიყო, რაც დღეს ვერ მოხდება, თუნდაც იმიტომ რომ ჩინეთი აღარაა არქაული სახელმწიფო. რომ დემოკრატიის ლამაზი სურათი მოგვყიდეს 90 -იანებში, რაც შორს იყო სიმართლისგან. რომ მომავალი იმისაა, ვინც შეცვლის ამ პოლიტიკურ პარადიგმას საქართველოში და ა.შ. ასე და ამგვარად, სევდიანი ღიმილისმომგვრელი რეალობა შეიქმნა, სადაც ელემენტარულს, გეოპოლიტიკის ანა-ბანით და ისტორიის გაკვეთილებით ნაკარნახევს, მყისვე გადასცემდნენ ანათემას. ეს კიდევ არაფერი იქნებოდა, რადგან „უბრალო“ ხალხს დოქტრინებთან, რეალური შეხება დიდად როდი აქვს. მაგრამ, აისბერგის ამ აკადემიური მწვერვალიდან რომ უფრო დაბალ დონეებზე ჩამოხვიდოდი, აქ საერთოდ „თრეში“ გვხვდებოდა; ლგბტ_ს პოპულარიზაცია, აზარტული თამაშები და ჰედონისტური ცხოვრების წესის დამკვიდრება, ნარკოლიბერალიზაციით დაწყებული, მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციით დამთავრებული მოთხოვნები და ყველაფერი ეს „სამოქალაქო საზოგადოების“ ეგიდის მშენებლობით, თან ორკესტრირებული აშშ-ს საელჩოდან.
–ანუ სულის მომაკვდინებელ გზას გვთავაზობდნენ, რომელსაც ევროპულად გვისაღებდნენ და თან აქ მთელი ინსტიტუტებია ჩართული, აშშ-ს პატრონაჟის ქვეშ. ჰმ, ეს კი გასაგებია ჩვენთვის, თუმცა მაინც ვერ გადაარწმუნებ მაგ კონტიგენტს.
რთულია, რადგან მსოფლმეხდველობა ყალიბდებაპირდაპირი და ფონური ინფორმაციის მეშვეობით. მაგალითად, პირდაპირს, ავად თუ კარგად ჩვენვაკონტროლებთ გემოვნების, განათლების ცენზისადა შესაბამისი დისციპლინის მეშვეობით; ფონური, ჩვენსგან დამოუკიდებლად აღწევს გონებაში დასხვდასხვა მითოლოგემების, ისტორიების ნაგლეჯია. ასევე, მაგალითად მუსიკის – რომელიც ამა თუ იმმოვლენასთან გადაგვამისამართებს ხოლმე. ფილმების – სადაც მთავარი გმირები ჩვენსარქეტიპებს განასახიერებენ და ერთობლიობაშისწორედ რომ ეს სინთეზი განაპირობებს ჩვენსპოზიციას საკითხებისადმი. ასე რომ, არა ცალკეაღებული ფაქტი, არამედ კონტექსტი და ქვეთექსტიგანაპირობებს ფაქტის ინტერპრეტაციას ჩვენიგონების მიერ. ეს იმდენად ბუნებრივად ხდება, დაცნობლია პრეონტოლოგიური ფენომენის ეფექტით; ანუ, ჩვენსა და რეალობას შორის ოპტიკის, ბარიერისარსებობას ვერც კი ვამჩნევთ. მამრუდებელ, მოჩვენიბითად გამჭვირვალე ბარიერს, იდეების დაშეხედულებების სახით. რომლებიც იმდენადორგანულია, რომ აშკარად, გვესახება ის, რაცსინამდვილეში მხოლოდ მაგ ოპტიკის პრიზმაშიგარდატეხილი რეალობაა. დაამატეთ ამას ბიოლოგიადა მიიღებთ ურთულეს, მოზაიკისებურ სურათსადამიენის, რომელსაც თემაში ჩახედულ დაშესაბამისი ზემოქმედების ინსტრუმენტების მქონეჯგუფებს შეუძლია მიმართოს იქით, საითაც უნდა. აიასეთ მენტალურ ხაფანგში მოქცეული მოქალაქევერანაირად ვერ შეხედავს საკუთარ რწმენასკრიტიკული თვალით, ვერ შეაფასებს ადეკვატურადარსებულ გამოწვევებს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეა მოწყობილი და ვერ ხედავს თვალნათლივიმას, რასაც მარტივად ხედავს თუნდაც სხვარეალობის კონცეფციის მატარებელი, რომელსაცმაგალითად იგივე ფაქტი სხვა კონტესტში დაქვეტექსტით მიაწოდეს. თუმცაღა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავისმხვრივ ისიც განიცდის ფონური ინფორმაციისზემოქმედებას, რამაც გარკვეულ ეტაპზე შეიძლებაისიც შეცდომაში შეიყვანოს. ამიტომაცაა, დემოკრატია, ღია საუბრები ტაბუების მიღმა დაკონსენსუსი, ესოდენ მნიშვნელოვანი ციფრულსამყაროში, მით უფრო ჩვენნაირ მენტალურადგახლეჩილ ქვეყანაში. რომელიშიც ბევრი სეგმენტია, და ყველა სეგმენტს რეალობის და ისტორიის ლამისსაკუთარი ვერსია გააჩნია...
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე (გაგრძელება იქნება)