მთავარი ეკონომიკა საქართველოს სიყვარულით… /ვიდეო/

საქართველოს სიყვარულით… /ვიდეო/

442
0

 – დარწმუნებული ვარჰეიდარ ალიევს საქართველოს­ პრეზ­ი­დ­­ე­ნ­ტ­­ად რომ­­ ეყარა კენჭიხმების 100 პროცენტს მიღებდა!..სა­ქ­ართველოს ყო­ფ­ილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეს სი­ტ­ყ­ვ­ე­ბი აზ­ე­რ­ბაიჯანელი ხა­ლხის საერთო – სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალ­ი­ე­ვ­ი­ს მხრიდან ქა­რ­თ­ვ­ე­ლ­ე­ბ­ი­ს­ა­დმი მხ­არდაჭერას ყოველგვარი გაზვიადებისა და შე­ლ­ა­მ­ა­ზ­ე­ბ­ი­ს გარეშე გა­­დ­მ­ო­გ­ვ­ცემს.

 ჯერ კიდევ 1918 წელს საქართველო და აზერბაიჯანი მეფის რუსეთისგან განშორების შემდეგ ამიერკავკასიის სეიმში ერთად იყვნენ. სეიმის დაშლის შემდგომ პერიოდშიც სხვა ქვეყნებთან შედარებით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მჭირდო იყო.  შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და საქართველოს ოკუპაციის  შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს დიასპორა ოკუპაციის აღმოფხვრის მიმართულებით საერთო კოორდინირებულ საქმიანობას ეწეოდა უცხო ქვეყნებში. საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანსა და საქართველოს ჰქონდათ შესანიშნავი ურთიერთობა.

 აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვეს როდი უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ორივე სახელმწიფო ახლო წარსულში ერთი და იმავე პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემის ნაწილი იყო. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, აზერბაიჯანი და საქართველო ცნობილია, როგორც მეგობარი ქვეყნები, რომელთა კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ამ ორი ქვეყნის მონაწილეობით განხორციელებული პროექტები იმსახურებს არა მხოლოდ მათ ინტერესს, არამედ გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო პროექტებს აქვთ გლობალური მნიშვნელობა, როგორც შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის ყველაზე დასავლური წერტილების დამაკავშირებელ ტრანსნაციონალურ პროექტებს.

 1991 წელისშემდგომი პერიოდში აზერბაიჯანი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის და საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაძლიერდა.

 1992 წლის 18 ნოემბერს ორ სახელმწოფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. 1993 წლის 3 თებერვალს ქვეყნებს შორის არსებული სხვადასხვა მიმართულების მარეგულირებელი 18 ხელშეკრულება და შეთანხმება გაფორმდა. მათ შორის იყო: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება, ასევე ერთმანეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. სულ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა 104 დოკუმენტს. 1995 წლის თებერვალში ბაქოში საქართველოს საელჩო, 1996 წლის მარტში კი, თბილისში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. ამის შემდეგ, ბათუმში გაიხსნა აზერბაიჯანის საკონსულო.

 ყველავინც საქართველოსა და აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაში რკვევაერთხმად აღიარებსრომ ჰეიდარ ალიევმაედუარდ შევარდნაძესთან ერთადსაფუძველი მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს კი არამთელი ამიერკავკასიის თანამედროვეობას ჩაუყარაყოველ შემთხვევაშიის ენერგეტიკული დერეფანირომელიც ბაქოსუფსისბაქოთბილისიჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქოთბილისიერზერუმის გაზსადენითაა ცნობილისწორედ ალიევშევარდნაძის დამსახურებაა

 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მთავრობათა შორისი კომისია შეიქმნა, რომლის სხდომები  სხვადასხვა წლებში თბილისში, განჯაში, ბათუმში, ბაქოსა და თბილისში გაიმართა. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც აქტიურად თანამშრომლობენ და ყველა სახელმწიფოებრივი პრინციპული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ორმხრივი ურთიერთობებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 1996 წლის 8 მარტით დათარიღებული ოფიციალური ვიზიტი თბილისში და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის 18 თებერვლით დათარიღებული ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნებისთვის.

 ორი ქვეყანა თანამშრომლობს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ ფორმატში, ასევე სუამ-ის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სხვა სტრუქტურების ფარგლებში. ამ ფორმატით გაფორმებულ „ტრაპიზონის შეთანხმებაში“ ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული.

 საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ესენია: ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო – თბილისი – ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი – ყარსის რკინიგზა, TAP-ის, TANAP-ის პროექტები.

  აზერბაიჯანში 50-მდე დაწესებულებაა, რომელიც ქართული კაპიტალით საქმიანობს. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით აზერბაიჯანს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში და ამჟამად უდიდესი კაპიტალი აქვს დაბანდებული ჩვენს ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი სოციალური პროექტების მხარდამჭერია საქართველოში.

 ორი ლიდერის – ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩაყრილი მეგობრობის საფუძველი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა და მან დღემდე დროს გაუძლო, უფრო მეტიც, იგი დღითი დღე ფართოვდება, ახალ მასშტაბებში გადადის და კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს იძენს. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ მრავალმხრივია, მას ახასიათებს სტრატეგიულობა და დადებითი დინამიკა.  ქვეყნები   სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე (კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე)  მხარს უჭერენ ერთმანეთს. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნისთვის, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მთელი რიგი ქვეყნებისთვის. საქართველო და აზერბაიჯანი თავიანთი ურთიერთობების დინამიკის დაცვით დაეხმარებიან რეგიონალურ სიმშვედესა და თანამშრომლობას, ასევე განხორციელდება ახალი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

 და ბოლოს, საქართველო უფლის წილხვედრი ქვეყანაა. აზერბაიჯანი კი, უძველესი ალბანეთია. უფლის საყვარელი მოციქული ბართლომე სწორედ იქ აწამეს, სადაც ახლა ბაქოა გაშენებული… ამ ქვეყნებს იესო და მუჰამედი მფარველობენ… ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობა ზეცაშია ნაკურთხი! ეს ჰეიდარ ალიევმაც იცოდა და… 90-იანი წლების მიწურულს, ბაქოში, სამთავრობო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლა. აზერბაიჯანელი ხალხის ლიდერი და ქართველთა სულიერი მოძღვარი დიდხანს, ძალიან დიდხანს საუბრობდნენ და დამეგობრდნენ კიდეც…

 2023 წელი აზერბაიჯანელთა საერთო-სახალხო ლიდერის – ჰეიდარ ალიევის წელია, მას 10 მაისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა… მართალია, ის დღეს მარადისობის მკვიდრია, მაგრამ დიდი ლიდერები, როგორც წესი, არასდროს კვდებიან, პირიქით, რაც დრო გადის, მეტად იკვეთება მათი ღვაწლი და საკუთარი ერის სიამაყედ იქცევიან ხოლმე, აკი ამაყობს კიდეც მისით აზერბაიჯანელი ხალხი და  სამართლიანადაც აქვს საამაყო!..