მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი IX_ა)  / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი IX_ა)  / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

1344
0
  • შეჯამებისას, განვიხილოთ ფუნდამენტი, რომელიც უდევს საფუძვლად პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე/ა, მერვე/ბ, მერვე/გ ეპიზოდებში მიმოხილულ პროცესებს. კერძოდ კი, ის ევროპული ბაზისის მახასიათებლები, მისი არქიტექტონიკა-ისტორიანა, რომელმაც განაპირობა ზედნაშენი, ჩვენს ირგვლილ არსებული რეალობის ეს დომინანტი ვერსია. ასევე, მიმდინარე გაუგებრობაც, როდესაც მარქსიზმს „გამოქცეულ“ ქართველების ნაწილს ისევ მოდიფიცერუბულ, მაგრამ არსით „მარქსისტულ“ გარემოში ყოფნა სურთ. დავსეძნდიღა, რასაც ინერციით ან მიამიტურად, „ევროპულს“ უწოდებენ ჩვენში მასობრივ დონეზე, და ე.წ. „ლიბერასტიის“ შრეში. ანდა სულაც, გარკვეული წრეების მიერ თვალზე აფარებული, და მაღალი ცნებებით შენიღბული ილუზიის გამო ხდება ასე …
  • დავაზუსტებდი; რა არის ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში, თუ არა დათქმა, მოძრავი მეტაფორების რიგი, ანტრომორფიზმები, კონვენციალურობა, პირობითობა და ა.შ., (იცინის). იცი რა, როდესაც არსით მსგავს საკითხს გადააწყდებიან მაგალითად იაპონიაში, ამბობენ რომ „ვერ ხედავენ ფუძის მთას, თუ მას ხე ფარავს“. არადა, როგორ შეიძლება ერთადერთმა ხემ, რაგინდ დიდი იყოს ის და მძიმედ დაფოთლიანებული, შეძლოს ისეთი გრანდიოზული მთის დაფარვა როგორიც ფუძია. ხოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ძენ-ბუდისტური „კოანის“ პასუხი შემდეგშია, – „იმიტომაც ფარავს, რომ ხედვაა ვიწრო და ხე ხედვის ზონაში უადგილოდ დგას“. შესაბამისად, გამოსავალი რაკურსის, ან დისტანციის ცვლილებაშია. ამიტომაც, შენზე პასუხის გასაცემად და პარალელურად, პოზიციის კრისტალიზაციისთვისაც საკუთარ თავთან დიალოგში, გავაფართოვებდი რაკურს მაქსიმალურად, შევცვლი ხედვის კუთხეს და გეტყვი; ზოგადად, ეს ე.წ. „ევროპული“ კანონიკური ვერსია, რომელსაც ტელეეკრანების და ტრიბუნების უმეტესობიდან გვტენიან გარკვეული წრეები, ამ ეპოქის საერთო პრობლემაა. მარკერია მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის და არა ლოკალურად, საქართველოს სოციალ-პოლიტიკური და ეკონომიკირი ყოფის მახასიათებელი. შეზავდა რა მარქსიზმი ლიბერალიზმთან, ისევე როგორც თავის დროზე მარქსიზმ-ლენინიზმი, ანდა სტალინიზმი მაოიზმთან და შედეგად მივიღეთ სიმახინჯე, – აი ეს ქიმერა! მემაცხენე ლიბერალიზმი-თქო, ანდა „ლიბერასტია“, მისი ქართული ნაირსახობა „მიშიზმითურთ“, და თან დომინანტ მიმდინარეობად დოქტრინალურ დონეებზე. სინდისის თავისუფლებისთვის და საღი აზრისთვისაც, აუტანელი გვერდითი ეფექტებითურთ. ზოგადად, არსით ღვთისმგმობელი სწავლება. რომელსაც ისევე, როგორც თავის დროზე ლენინიზმს ან სტალინიზმს მარქსიზმთან, კლასიკურ ლიბერალიზმთან აქვს თითიდან გამოწოვილი, ირიბი, და ხელოვნური კავშირები. ასევე, რომ გავყვეთ გენეალოგიას, „ლიბერასტიას“ იმაზე ბევრი შეხების წერტილი აქვს მგალითად სსრკ_თან, ვიდრე ქართველ ვესტერნიზირებულ „ობივატელს“ და აშშ-ს დემ_პარტიის მიერ აღზრდილ, ქართული ისტებლიშმენტის დიდ ნაწილს წარმოუდგენია. დუჟმომდგარი, ხოლმე რომ გვტენის ტელეეკრანებიდან ამ ნეომარქსისტულ აქსიოლოგიას „იდენტობის პოლიტიკის“ საფარქვეშ და პოსტ_მეცნიერებას „გენდერული თეორიების“ სახით. სხვათა შორის, პოსტ_სიმართლეების კასკადსაც, როდესაც ელექტორალური დაკვეთის კვალდაკვალ და საგარეო კონიუქტურიდან გამოდინარე, ხან კონსერვატორებად, ხან კი მემარცხენე ლიბერალად გვევლინება მთელი ეს, ბედის ირონიით აღზევებული ლექი. მომოტევე და, მცირეოდენ ლირიულ გადახვევას დავუშვებდი აქ, რომ უკეთ ჩაებეჭდოს ნაკლებ_ცენზიან მკითხველს, თუ რა სიმულაკრებთან, ანუ „самазванц“_ებთან აქვს საქმე ყოველდღიურად ამათი სახით, და თუ რა საპნის ბუშტებია სინამდვილეში ეს პსევდოავტორიტეტები და ფორმალური „ვლასტი“ (იცინის). აი, „სიტუაციური ძველი ბიჭები“ რომაა, იმას მაგონებს ამათი ძალით ბრუტალური ყეყეჩობები ახლახანს ნაყიდ უგემოვნნო კოსტიუმებში. რომ არიან ხოლმე „შეკრული“, ყველასთან და ყველაფერ ბინძურთან, და გარდა ღიმილისა არაფერს რომ იწვევენ ნამვდილ ყოჩებში. დაახლობით ამ ვითარებაშია-მეთქი, ეს ჩასარეცხად განწირული კლასტერიც. სიტყვაზე, რომელსაც ამერიკა მთელი ეს დეკადები ეყრდნობოდა აქ ყველა თავის ანტიქართულ უმსგავსობაში – კორუფცია, ნეპოტიზმი, უუნარობა და ა.შ., ეს ხომ ამათი იმანენტური ხელწერაა. მოკლედ, და ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ კონკრეტული საკითხის ირგვლივ დროზე ადრე, ჯერ-ჯერობით ერთია აქ მანუგეშებელი – იცვლება სამყარო და ბოლო-ბოლო შეიცვლება ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილიც. ასევე უნდა ითქვას, – უკვე აშკარაა რომ, პოლიტ_მედია „პროსტიტუციაც“ აღარ იქნება წახალისებული, ისე როგორც ეს ნეოლიბერალიზმის და ამერიკის „კლიენტელლა“ ქვეყნის პირობებში ხდებოდა აქამდე. თუნდაც იმის გამო რომ, სხვა ორიენტაცია, წყობა და ფასეულობები, – სხვა ქცევას და მკაცრ მორალურ კოდექს მოითხოვს, თანმიმდევრობას და რეალურ ცოდნას, ასევე ავტორიტეტს საპასუხისმგებლო პოსტებზე და არა უსახურ-მაამებელი ტიპების ლივლივს ამა თუ იმ რეპრეზენტაციაზე. ზოგადად არახალია და ასეცაა „by default“, როდესაც ისტორიის კანონზომიერების საწინააღმდეგოდ ცდილობს ცურვას გარკვეული ჯგუფი – ისტორია ჯერ დელიკატურად გააფრთხილებს მათ მინიშნებით, არ შეიგონებენ და ულტიმატუმს წამოუყენებს. დაბოლოს, თუ ესეც არ გაითვალისწინენ, ჩარეცხავს მოუსვლელში წერტილოვანი და უწყევტი დარტყმებით. ნახევრადხუმრობით დავსძენდი, – პუტინისეული „მემი“, „имена и явки“_ს დაბოლოება ხომ გახსოვს, „будем мочить в сортире“_ო. ხოდა, სემანტიკურად რაღაც მაგდაგვარი პროცესი წარიმართება, ამ ე.წ. ქართული „deep state“_ის მიმართ, და კიდევ, მაგათ საცეცებზე წავა ნადირობა უცილობლად. აი, სხვის ნაბრძოლზე, იმ წამოსკუპებულ-მიმიკრირებულთათვისაც, ეს საბედისწერო, დაუნდობელი მეთოდოლოგია ჩაირთვება-თქო, და წყალი არ გაუვა ამას ჯემალ, – მერწმუნოს პატივცემული მკითხველიც!
  • კეთილი დავით, ახლა კი განვმეორდები და დანაპირებისამებრ, ვუპასუხოთ მაშინ იმ კითხვას რომელზეც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ გავეცით პასუხი წინა ეპიზოდში. კერძოდ კი, – ის უმსგავსობა მაქვს მხედველობაში ისევ, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. ეს, ლოგიკური შედეგია ე.წ. „ევროპული“ ბაზისის ევოლუციისა და უნდა მივიღოთ ისეთი როგორიც არის, თუ „ფლუქტუაციებია“, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ლოკალურ დონეზე. მაგალითად ისე, რომ „ევროპული“ გზიდან გადახვევა არ მოგვიწიოს. თუგინდ მისი, ტრადიციულ ქართულ აქსიოლოგიურ სკალასთან ორგანული მიუღებლობის გამო. რამდენად მზადაა ქართული საზოგადოება-თქო სინქრონიზაციისთვის, ევროკავშირში გაბატონებულ ნეომარქსისტულ ზნე-ჩვეულებებთან? და ნუთუ, მართლა ეს ფინაჩობაა მათი გულწრფელი მიზანი?  მოკლედ, ვგონებ მკითხველისთვისაც ისედაც გასაგებია ლაიტმოტივი და კონტექსტი სრული ციკლის, მაგრამ მეტი ფუნქციონალიზმისთვის, ორიოდე მოქმედი პოლიტიკოსის სახასიათო გამონათქვამით გავაჯერებდი ბარემ, ამ ნაწილის პროლოგს; ა) მაგალითად, შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდაზე ამბობს რომ,რაც სასაცილო გვეგონა და ირონიულად ვუყურებდით, ნელნელა რეალობად იქცევაგამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში, შემდეგ, სხვადასხვა გრანტების მეშვეობით არის მცდელობა, რეალობად იქცეს ხოლმე ჩვენს ქვეყანაშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქედანვე მკაფიო ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“. ბ) გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი კი მიიჩნევს რომ, „თუ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის“. იქით მიმყავს, – აშკარაა რომ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე უნდა შევასრულოთ მათი პირობები ყველა იმ უმსგავსობის ინდოქტრინაციის სახით რაც საქართველოს მოსახლების უმრავლესობისთვის და ეკლესიისთვის მიუღებელია. ანუ, მოვლენათა ურთიერთგანპირობებასთან გვაქვს საქმე და წინააღმდეგ შემთხვევაში „ევრაზიული კავშირი“, ანდა „3+3“_ში გაწევრიანების პერსპექტივაა. ხოდა მებადება კითხვა, რომც დავთმოთ საკუთარი წარსული, ეკლესიის პოზიციის იგნორირება მოხდეს, ტრადიციულ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებზე დავხუჭოთ თვალი და შევასრულოთ მათი მოთხოვნები. აი, გარშემო მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რამდენად რეალურია საერთოდ, ამ ყბადაღებული წევრობის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა? მაიცა დავით, სხვაგვარად „დავფრეიმინგებ“ და ასე ვიტყვი აჯობებს. ეს, რომ ორთოდოქსი მრევლისთვისაც იყოს უკეთ გასაგები, თუ საით მიგვყავს საუბრები – „პირმშოობის უფლებაზე“ უარის თქმის შემთხვევაში, „ჩალაგამოვლებული“ ხომ არ დავრჩებით მაინც?
  • რადგან ასეთი სიტყვიერი და საზრისების ეკვილიბრისტიკა წავიდა, მაშინ, მეც გადავასხვაგვარებდი კითხვას და შემდეგნაირად დავაფორმულირებდი საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე; ყველა მოთხოვნა რომც შევასრულოთ ზოგადეროვნული მასშტაბით სააკაშვილის გამოშვებიანა, ხელი შევუწყოთ ლგბტ პროპაგანდას რეგიონალური მაუწყებლების მეშვეობით, „გენდერულ თეორიების“ იმპლემენტაციას მუნიციპალურ დონეებზე „მწვანე“ აენთოს, სქესის შეცვლას მოზარდებში დათანხმდეს საქართველოს მთავრობა და ა.შ., – მაინც არ მიგვიღებენ! მერედა, დავუშვათ მეშლება და მიგვიღეს; გვიღირს კი ასეთი დაცემა, მსხვერპლი და სახის დაკარგვა სამეზობლოში? ზოგადად, მომავალი თაობების წინაშე? თან, როდესაც თავად ჟოზეპ ბორელი აცხადებს რომ, – “დასავლეთის დომინირების ერა საბოლოოდ დასრულებულია”. პირადად მე, მაგალითად არარეალურად მეჩვენება არათუ გაწევრიანება ევროკავშირში, არამედ თავად ევროპული ერთობის პერსპექტივაც. ხოდა ამიტომ, სასწრაფო წესით ჯერ-ერთი დოქტრინაა შესაცვლელი, 78-ე მუხლიც ამოსაღები კონსტიტუციიდან და შემდეგ, მყისვე ახალი მიზანი-თელოსიც გასაჟღერებელია უმაღლესი ტრიბუნიდან. სიტყვაზე, ცნობისთვის და მეტი თვალსაჩინოებისთვის შევახსენებ მკითხველს, თუ რას ითვალისწინებს ეს პირობა. ძვ. ბერძნები უმაღლეს მიზანს – “თელოსს” უწოდებდნენ. რასაც ორიოდე სიტყვით განვუმარტავ, – ესაა ის, რაც ეხმარება კეთილშობილური არჩევანის გაკეთებაში ადამიანს, პოლისს, სახელმწიფოსა თუ საზოგადეობას. “თელოსი“ მაგალითად, შეიძლება იყოს „ახალი დოქტრინა“, „რევოლუცია განათლებაში“, „მაღალი კულტურული სტანდარტის ინდოქტრინაცია“. და მთავრი, ყველა საზოგადოებამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი „თელოსი“, რომლითაც ის იხელმძღვანელებს და არამც მოხვეული უნდა ჰქონდეს თავს. მით უფრო, ქვენა ინსტინქტების გამღვივებელი, ისეთი მდაბიო და ღვთისმგმობელი სწავლება, როგორიც მემარცხენე ლიბერალიზმია.
  • გასაგებია; ანუ, აუცილებლად უნდა იყოს ის, რასაც ჩვენი ციკლის წინა ეპიზოდებში ვუწოდებდით ხოლმე “შთამომავლობაზე გათვლილ გრძელვადიან მიზანს“, „დიდ მოდერნისტულ პროექტს” და არა ეს პოსტმოდერნისტული „თრეში“, რომლითაც წამლავენ ჩვენს საზოგადოებას მეინსტრიმული ტელეარხები. ისევ კონსტიტუციაშივე, „მიშისტურ“ რუდიმენტად არსებულ, 78-ე მუხლზე დაყრდნობით, არა? 
  • რა თქმა უნდა; ქვეყნის მტრების მიერ ამ შემოგდებულ ევრო-ატლანტიკურ იდეას, შინაარსობრივათ კი „ტროას ცხენს“, კონსტიტუციით გავუმაგრეთ პოზიციები და რომ მოვფხიზლდით განარკომანებულ-გამეძავებული, გამათხოვრებული, ღმრთისმგმობელი და გემბლინგით დაავადებული მასის შემხედვარე გვიანიღა იყო კოსმეტიკური პროცედურბისთვის. ძალძე შორს გავიდა მემარცხენე ლიბერალიზმის მეტასტაზები და ფაქტია, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე, დიდ ვერაფერს გახდება საქართველოს მთავრობა, ჩვენი სოციუმის დაავადებული ნაწილის განკურნების გზაზე. სამწუხარო რეალობაა-თქო გარშემო, ლპება ჩვენი სამშობლო ევროპიდან შემოტანილი ინფექციის გამო …
  • მაგრამ ისიც ფაქტია რომ, ყოველთვის როდი იყო ასე, ევროპა ამ დაბალთან ერთად, მაღალიც იყო ერთ დროს, და ეტყობა აქედან, ეს ეთიკური დილემები, დიქოტომიები და კოგნიტიური რეზონანსებიც, მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და პატერნებთან ერთად, არა?..
  • კი ბატონო, და ამის არდანხვაც არასწორი იქნება; აი მაგალითად, გერმანიის პირველმა ფედერალურმა პრეზიდენტმა თეოდორ ჰოისმა თავის დროზე განაცხადა რომ, ევროპა ეყრდნობა სამ ბორცვს. რომ ის დგას აკროპოლისზე, რომელმაც მას თავისუფლების, ფილოსოფიისა და დემოკრატიის ღირებულებები მისცა. კაპიტოლიუმზე, რომლის წყალობით რომაული კანონი და სოციალური სტრუქტურა გაგვაჩნია_ო და გოლგოთაზე, ანუ ქრისტიანობაზე. მერედა, თავად ევროკავშირის დამფუძნებელი მამებიც ხომ ღრმად ეთიკური და მორწმუნე ადამიანები იყვნენ, რაც ესოდენ ხიბლავდა მაშინდელ ღვთისმგმობელ წყობაში მცხოვრებ, ტრადიცონალისტ-კონსერვატორ ქართველს. ასეთი იყო მაგალითად, – საფრანგეთის საგარეო საქმეთა ლეგენდარული მინისტრი რობერტ შუმანი, გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალჩიდე დე გასპერი. ამიტომ ვიყურებოდით ესოდენ ხარბად ევროპისაკენ, სსრკ_ს დროიდან მოყოლებული. უპირველეს ყოვლისა გვხიბლაბდა ის ღირებულებები და დიდი სახელები, რომლებიც დღეის მდგომარეობით უკეთეს შემთხვევაში არაპოლიტკორექტულად ითვლება, ევროპაში გაბატონებული დოქტრინის თანახმად და უარეს შემთხვევაში, მათი დაცვისთვის იქნებ ციხეშიც კი აღმოჩნდეს წესიერი კაცი.
  • მერედა, თანაბარ პარტნიორებად რომ გვიყურებდნენ, დახუჭავდა კაცი რაღაც-რაღაცეებზე თვალს. მაგრამ როდი, ოდითგანვე მხოლოდ „ნაკელის“ კატეგორიის რესურსი ვართ მათი ბაღისთვის. აბა გაიხსენე ვოლტერის „კანდიდი“, თუ როგორ მთავრდება ის, – იმით, რომ ბაღი უნდა გააშენოს მთავარმა გმირმა, დანარჩენი სამყარო კი ქაოსში დატოვოს. ახლა კი ჟან ბორელის სიტყვებს დაადარე, – როდესაც ის დანარჩენ სამყაროს უწოდებს ჯუნგლებს, ევროპას კი ბაღნარს.
  • შენი ამ კითხვის, ევროპის ერთ-ერთი მთავარი „კულტურულ კოდის“ პრიზმაში გატარება და ჩვენთან მიმართებაში გამოყენება ნამდვილად გამოადგება გარკვეულ კატეგორიას „ინსაიტისთვის“. მეტიც, ეს ალუზია რომ ჩავშალოთ, კარგად გამოჩნდება მასებისთვისაც, რომ მაგათი ლოგიკით ყველაფრის გამართლებაც შეიძლება „ჯუნგლებში“, თუ ადამიანის ბუნების ნაწილია. მაგრამ რაა ეს, თუ არა ძველი სოციალ-დარვინიზმი თანამედროვე დავარცხნილი ფორმით (იცინის). პირდაპირი რეფრენია ვოლტერისაკენ და შესბამისად, მისგან წარმოებული ყველა კაცთმოძულე სწავლებისკენ. ხანდახან გამიელვებს ხოლმე, იქნებ „კოდური სიტყვებით“ ერთმანეთს მიანიშნებენ „საიდუმლო გაერთიანებები“ ამოცანებზე და ა.შ., მაგრამ სხვასაც ხომ გაუგია ვოლტერი და ა.შ., – ჰმ – როგორ გინდა ასეთ გარემოში კონსპიროლოგი არ გახდე (იცინის), „არ ითქმის ყველაფერიო“. მოკლედ, ეს რა თქმა უნდა არ ეხება ჩვენს „პროევროპელებს“, რადგან ის კონტიგენტი ვინც ყველაზე მეტად ჭყიპინებს ამ მიმართულებით და „დემოკრატიით გასხივოსნებულ“ ევროპაში დაუყოვნებლივ გაწევრიანბას სთხოვს საქართველოს „პროპუტინისტურ“ მთავრობას, როგორც წესი აზრზე არაა თუ რაა ამ სწავლების ბაზისი, რაში გადაიზარდა და რა უბედურობები მოუტანა კაცობრიობას. მაგრამ ამაზე, მოდი ნუღარ გადავღლით მკითხველს, და ამავე ეპიზოდის მეორე, დასკვნით ნაწილში ვისაუბროთ დეტალურად … *

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე

(გაგრძელება იქნება)