მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი VIII-ა) / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი VIII-ა) / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

2412
0

წინარე ციკლის (პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე) ეპიზოდებში ვისაუბრეთ მემარცხენე ლიბერალიზმის ავ-კარგიანობაზე; თუ საიდან იმართება, რატომ მიიღო კარგო-კულტის ფორმა და რა მიზანს ემსახურება ყოველივე ეს საქართველოში.

  • ასევე, თუ რა სპეციფიკური ფსიქოტიპის და ბექგრაუნდის კონტიგენტზე დებენ ფსონს ამ სწავლების გლობალური მესვეურნი აქ და თუ რატომ უწყობენ ხელს აშშ-ს საელჩოდან კოორდინირებული წრეები, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა-დეგრადაციის ფონზე „მიშისტების“ კონვეირული წესით გაწევრიანებას ჯერ თავად „ოცნებაში“, შემდეგ კი დანარჩენ სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მედიაში. შეზღუდული საგაზეთო ფორმატის მიუხედავად, შედარებით ამომწურავად დავმარცვლეთ თეორიული ნაწილი და ეგზისტენციალურ საფრთხეებზეც გავამახვილეთ ყურადღება. თან, სხვადასხვა რაკურსიდან დანახული და გამომდინარე, არც ისე სახარბიელო პერსპექტივები მიმოვიხილეთ. ეს, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა მაგ ძალების ნეიტრალიზაცია, შემდგომი ძირეული ამოძირკვით. რაც, საგარეო დინამიკის გათვალისწინებით, და მით უფრო ივანიშვილის დაბრუნების ფონზე სულაც არ მივიჩნიეთ რთულ ამოცანად.
  • ამასობაში, ერთი პრაქტიკული, ციკლში წამოწეული პრობლემატიკის მეტადრე თვალსაჩინო ნიმუშიც წამოგვეწია გზაში. მხედველობაში მაქვს ვინმე ნატა ფერაძის ვანდალური აქტი სამების საკათედრო ტაძარში, როგორც მემარცხენე ლიბერალიზმის კრებსითი ქცევის მოდელი. ისე კი, ამაზეა ზედგამოჭილი – „ზოგი ჭირი მარგებელია“_ო, რადგან წმ. მატრონას ხატის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, სადაც სტალინის გამოსახულება გამოყენებული იყო ფორმალურ მიზეზად ეკლესიაზე მორიგი შეტევისთვის, კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, ჩვენი დასკვნების ადეკვატურობა და ნეოლიბერალური კლასტერის ნამდვილი სახე.
  • დავაზუსტებდი; მისი ადგილობრივი ნაირსახეობის, „მიშიზმის“ ღმრთისმგმობელი და ანტიქართული ბუნებაც; უშუალოდ ნატა ფერაძეს რაც ეხება, ეს ალქაჯი უბრალოდ უხეში ინსტრუმენტია,woke-კელტურის ფსკერის ვულგარული ბინადარი. ეტყობა ამიტომაცაა უბადლო „ტრიგერი“, რომელსაც წარამარა იყენებენ წერტილოვანი დარტყმებისთვის ე.წ. „ზრდის წერტილებზე“. რაც, „ოცნების“ მმართველობის პირობებში ისეთი ტიპის კონცეპტების დომინირებას წარმოადგენს „by default”, როგორებიცაა მაგალითისთვის „კეთილმეზობლური პოლიტიკა“, „საგარეო მიმართულებების დივერსიფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“, „აფხაზეთზე და ცხინვალზე კულტურული ექსპანსიის წარმოება“, „რუსეთთან სავაჭრო ურთიეღტობების გაღრმავება“, „ტრადიციული კონფესიების პატივისცემა დოქტრინალურ დონეზე“ და ა.შ. ანუ, კონკრეტულად აი ეს „ზრდის წერტილები“-თქო, ასევე მაქიდან გამომდინარე და მომიჯნავე, არის კოლექტიური ფერაძეების ბუნებრივი სამიზნე. ა) რათა სათანადო ემოციური ფონი შეიქმნას ქტონიკური ძალების გამოსაღვიძებლად. ბ) რომ შემდგომ, ეს ნაციონალისტურ-ბნელი ნაკადი პარტიული მედიის მეშვეობით წარიმართოს ქაოსის გაღვივებისთის. გ) მომდევნო ნაბიჯი კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა (მოკლედ, იხ. „სუს – ერთადერთი ინსტიტუტია დღეის მდგომარეობით კომპეტენციისა, და მაღალი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ვისაც ძალუძს რევოლუციის პრევენცია“.). დ) ხელმძღანელობენ კი ამას, ისინი ვინც უშუალო კოორდინაციაშია აშშ-ს საელჩოსთან, კერძოდ – ქართული „deep state“_ი და ა.შ.
  • ვგონებ, საყოველთაო აღშფოთების ფონზე, მომხდარ ინციდენტს ყველაზე ადეკვატური შეფასება, მაინც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მისცა – „მსგავსი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება“_ო. ხოდა, ეს ციტატა გამოვიყენოთ ბარემ ეპიგრაფად მე-8, ნაწილისთვის. რადგან დანაპირებისამებრ, ამ ეპიზოდში გარდა მორჩენილი საკითხებისა, მემარცხენე ლიბერალიზმის ჩამოყალიბება-ისტორიაც უნდა განვიხლოთ, რომელიც მართლა რომ პირდაპირ კავშირშია „ბოლშევიზმთან“ …
  • და არა მხოლოდ „ბოლშევიზმთან“, მაგრამ მანამდე საკითხის ფუნდამენტურ დონეებზე ამოწურვისთვის, გზა და გზა გაჩენილ საკითხებზე დავსძენდი რამოდენიმე მოსაზრებით. მერედა, ეტყობა ფორმატმაც განაპირობა, რომ წინა ეპიზოდებში „გავსრიალდით“ პოსტოდერნიზმის არსზე, მახასიათებლებსა, და ამ ნაკადიდანვე წარმოებულ მეორადზე. აზარტში შევედი-თქო და თან ისეთი შემართებით, რომ დასაგმობათ წამოწყებულმა, ამ ჩვენმა საუბრებმა თავადვე პოსტმოდერნისტული ფორმა მიიღო (იცინის). რამაც, არსის გამოტოვებასთან ერთად, მეტადრე გაურთულა ტექსტის აღქმა გარკვეულ კატეგორიას და რის გამო შემომჩივლეს კიდეც; ეტყობა მეტად უნდა გამეშალა თემა დეტალიზირებითურთ, სხვა ოპტიკა გამოგვეყენებინა და თან უფრო ჩვეულ, ანბანური კლასიციზმის ენით გვესაუბრა. ამიტომ განსხვავებულ, აქაური მედია სივრცისთვის აპრობირებულ სტილში განვავითაროთ საკითხი ამჯერზე, – მარტივად, მდგრადი სიუჟეტური ხაზით და დიდაქტიკის ელემენტებით.
  • ანუ აფორიზმებში, ჯოის-ნიცშეანისეულ დაოსტატებას თავი გავანებოთ და გაცვეთილ, დისკურსისებურ სტილს მივაწვეთ. ანუ, სადაც თეზას, ანტითეზა მოჰყვება, მას კი სინთეზი და გასაგებად დაღეჭილი დასკვნა დაიდება ბოლოში. კეთილი, – არადა მოგვწონს ეს თუ არა, პოსტმდერნს ბოლომდე მაინც ვერ გავექცევით გამოხატვებში. რადგან ვცხოვრობთ ამორფულ სივრცეში, ვაზროვნებთ „მიმებით“ და ვურთიერთობთ ამ დომინანტ რეალობაში დაწესებული ინტერ_სუბიექტური ფორმულებით, არა?
  • კი ბატონო (იცინის) რთულია მატრიცაზე საუბარი და მის შემქმნელებთან ბრძოლა, როდესაც მაგ მატრიცაშივე ხარ ნაწილობრივ, ანდა მის რეციპიენტებს ელაპარაკები. აქედან ეს ოქსიუმორონები, ანტინომიები, კოგნიტიური დისონანსი ადგილ-ადგილ და ა.შ. თუმცაღა, გასათვალისწინებელია ისიც რომ, ჩვენი საუბრები მხოლოდ დღეის მდგომარეობითაა სტატიების კრებული. ხვალ კი, როცა წიგნად გამოიცემა, კონოტაციურად და ლოგიკურ ერთიანობაშიც, სულ სხვაგვარად აღიქმება მკითხველის მიერ. მოკლედ, საქმე რაშია და მაქსიმალურად უტრირებულად ვიტყვი, რომ მალევე მოვრჩეთ და უშუალოდ, საკითხის ისტორიაზე გადავიდეთ; პოსტმოდერნიზმი ებრძვის მოდერნისტულ პროექტებს, ისეთ „დიდ იდეებს“ მაგალითად, როგორიცაა რენესანსი, ქრისტიანობა, ისლამი, განმანათლებლობა, კლასიკური ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სტალინიზმი, გოლიზმი და ა.შ. ანუ, პოსტმოდერნი ესაა მეტა_ნარატივებში „მასობრივი ადამიანის“ გაწბილების, საზრის_მოკლებულ ყოფაში, მომხმარებლობასა და ჰედონიზმში ჩაძირვა. ხშირად, ეს ხელოვნურად პროვოცირებული ნიჰილიზმი და უარყოფაა, იმ „დიდის“, რამაც ზოგადად წარმართა ჩვენი ისტორია და განაპირობა ცივილიზაციის სახე „როგორც ასეთი“, – ავად თუ კარგად მოგვიყვანა დღემდე. განათლებით ისტორიკოსი ვარ, მამა და ბაბუაც ისტორიკოსები მყავდა. სწორედ მაგათმა მასწავლეს, თუ როგორ და რატომ უნდა დაინახოს წარსულში, „სოც_ინჟინერიის“ კარგმა მკვლევარმა დღევანდელობის კონტურები. ასევე და მთავარი, – რომ მაგ მეთოდით შესაძლებელია აწმყოშივე დაინახო მომავლის ესკიზი და შეცვალო თუ მიუღებელია ის, მაღალი მოქალაქობრივი შეგნების და პროაქტიული ქმედებების წყალობით. სიტყვაზე, ალგორითმი კი, რომელსაც ახლა ვხედავ, დისტოპიის აშენების საწინდარია. დათქმით, – თუ დროზე არ გამოსწორდა ან ჩანაცვლდა სხვა ალგორითმით. რასაც ველი კიდეც უახლოეს მომავალში, ივანიშვილ-ღარიბაშვილისგან და პასიონარი, „ანტიმიშისტი“ მოქალაქეების ძალისხმევის შედეგათ.
  • კორექციისთვის, ჩაგეჭრები ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ნიშანდობლივი სიტყვის ფრაგმენტით; „ფსევდოლიბერალების მაგალითზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა„_ო. თვალში სასიამოვნოდ მომხდა მისი ეს გულნადები. ეტყობა აღვიქვი როგორც ერთგვარი ტრადიციონალისტური გარიჟრაჟი, ამ შენი არ იყოს საზრის_მოკლებულ, პოსტმოდერნისტულ, მემარცხენე ლიბერალიზმით განმსჭვალულ მატრიცაში და გამიხარდა. რადგან დამაიმედა, იმის ფონზე თუ როგორი გადაჭედილია ჯერ-ჯერობით ქართული მეინსტრიმული პოლიტ_მედია ველი ამ მიმდინარეობის ადეპტებითა და მათი კვაზი_იდეებით.
  • არ შეცდი, ნამდვილად მანუგეშელია ესეთი ჯანსაღი რეფლექსია, მით უფრო ორთოდოქსი ფრთის წარმომადგენლებისთვის; გაიხსენე, ვის მივმართავთ ხოლმე ჩვენი ციკლის მეშვეობით გარდა რიგითი მკითხველისა, – „ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა“, არა? ხოდა, დაიძრა ყინული მაგ რანგის მოხელეებშიც, ხომ მივიდოდა ბოლო-ბოლო ადრესატამდე ჩვენი გზავნილები-თქო (იცინის). ვხუმრობ, რადგან დროის ამბავია, „ისტორიის სულით“ ნაკარნახევი რიტორიკის და დისკურსების ცვლა. ბუნებრივად მიდის იქითკენ-მეთქი, როდესაც ვეღარაფი შეაჩერებს არსებული პარადიგმის ფუნდამენტურ გადაფასებას და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას. თეთრი სახლიც კი უძლურია „ისტორიის ლოკომოტივის“ წინაშე, და მით უფრო აქაური ფინაჩი „ისტორიის მეისრეები“. სხვადსხვა პარტიებში და მედიარესურსებზე მიმოფანტულ, კაპიტოლიუმის წვრილფეხა ქართველ დამქაშებს ვგულისხმობ. მაგალითად, ალასანიას მიმდევრებს, „პორტირებულებს“, „ლელოს“ მაქციებს და ა.შ. თუგინდ იმიტომ რომ, თავად ისტორიული პროცესი სხვა ტიპის გზაზე გადავიდა, სადაც ოფიციალურ ვაშინგტონს და მის აქაურ პროვაიდერებს მთავარი როლი აღარ ენიჭება და ა.შ. ზოგადად, ყველა იმ გლობალისტურ-სოროსისეულ ძალაებს ეხება ეს თეზა, დეკადებია რომ ევრო-ატლანტიკურ ილუზიებში ამყოფებენ და მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით ალპობენ ჩვენს სამშობლოს.
  • გამოდის, დღეს თუ არა ხვალ, ყველა დონეზე ილაპარაკებენ ასე და ჩვენ უბრალოდ დავასწარით მოვლენებს. რაც რთულია, რადგან ნებისმიერ ფინიას შეეძლო ამის გამო „რუსეთუმეობა“ წამოეძახა ჩვენთვის. გვაძახეს კიდეც, თუმცა იმ ტემპით მიდის საქმე რომ, მალეღა ეს კატეგორიაც სხვაგვარად აჭიკჭიკდება, არა?
  • და ამისთვის, მხოლოდ დომინანტი დიკურსის ფორმალური შეცვლაღაა დარჩენილი. რაც გარდაუალია-თქო, როგორც კი მორჩება უკრაინის ამბები, და დასრულდება ის რუსის სასარგებლოდ. ჩვენ რაც შეგვეხება, კარგია რომ საკმარისად გიჟები ავღმოჩნდით, და დაწესებულ ჩარჩოში ვერ მოგვათავსეს უამრავი მცდელობის მიუხედავად. ორივეს ძალზე ძვირი კი დაგვიჯდა თავისუფლების ეს ხარისხი (იცინის), მაგრამ გულისამრევ მიმიკრიას ნამდვილად პრობლემები სჯობდა. კონფრომიზმი კი, აბა რა გითხრა ჯემალ, – საშუალო სტატისკური გონის იმანენტური თვისებაა. ამიტომ, არც ვამტყუნებ და არც ვურთულებ ხოლმე არავის ამ კუთხით, განსაკუთრებით „ხალხოსნური“ შრეებიდან კონტინგენტს. მასაში, ყველანი ხომ თავ-თავიანთი კომპეტენციის, მიდრეკილებების და თვალსაწიერის ფარგლებიდან გამომდინარე მოქმედებს. მერედა, სადღეგრძელოების და ყალბი ფათოსის მიუხედავად, მასას სულაც არ ამოძრავებს რაიმე ტიპის „დიდი“ მიზანი, – მას უბრალოდ შია ხოლმე და პერმანენტულად, გართობა სურს. ამიტომ, პასუხი ლიდერებს და მედია_რესურსების პატრონებს მოეთხოვება, – იმათ, ვინც მთელი ეს წლები უნამუსოდ აფორმირებდა „გოლემებად“ საქართველოს რიგით მოქალაქეებს. მაგათმა ნამდვილად იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ გადაღეჭილი აქვთ ინდივიდის დეგრადაციის აღმწერი სახელმძღვანელოები და შესაბამისად, მათში გაწერილ, ზემოქმედების მექანიზმებშიც მშვენივრად ერკვევიან. ჰმ, გაგვიგრძელდა ისევ და ამაზე, ასევე მემარცხენე ლიბერალიზმის ისტორია-არქიტეკტონიკაზე მომდევნო ეპიზოდში იყოს მაშინ. (გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე