- ამასობაში, მიიწურა 2023 წელი და ტრადიციისამებრ, Merriam-Webster_მა დაასახელა მომდევნო წლის მთავარი სიტყვა, аuthentic – ავთენტური, რეალური და არა_ fake_ი. ანუ, “ადამიანის ან საგნის ბუნების თანდაყოლილი“, იმანენტური თვისება. ყველაზე ავტორიტეტული, და უძველესი ამერიკული ლექსიკონის რედაქტორების აზრით, ამ სიტყვაზე მოთხოვნა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყალბი ამბების სიმრავლის გამო. პარალელურად, ისინი ხაზს უსვამენ იმასაც რომ, დასახელებული სიტყვის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მედია_სფეროთი. რადგან 2024 წელს, ტყუილებით გადაღლილი საზოგადოება არანაკლებად ელოდება “ნამდვილობას” პოლიტიკოსებისგანაც.
- ვგონებ, წინარე ციკლის მეშვეობით დავასწარით ამ საკულტო ამერიკული ლექსიკონის სარედაქციო საბჭოს სურვილ_პროგნოზს და 23 წელსაც შავასრულეთ „fake_ ბითა“ და „არა_аuthentic“ პოლიტიკოსებით გადაღლილი მკითხველის დაკვეთა; კერძოდ, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ეპიზოდში, ძირეული ცვლილებები დავაანონსეთ 24 წლისთვის. გავაჟღერეთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტები, და ავთენტურ ტენდენციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ძალზე დელიკატურად, უამრავ ორღობის პოლიტიკოსს მივუჩინეთ კუთვნილი ადგილი. ისე რომ, საერთო „ანტიმიშისტური“ საქმისთვის არ გვევნო, ამ ტექნიკური წუნის გამო. მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში გავრცელებული სიმულაკრების ნამდვილი ბუნება გამოვააშკარავეთ. ალტერნატიული პროექტებიც შევთავაზე საზოგადოებას. შუალედურ რგოლებში არსებული ნეპოტიზმის, კორუფციისა და მიმიკრიის ფაქტებზე მივანიშნეთ ზოგადეროვნული ვერტიკალის უმაღლეს ეშელონებს. რებრენდინგის საჭირობაზეც, და ისეთი ახალი სახეების მოზიდვის აუცილობლობაზე ვისაუბრე, რომლებიც ბუნებრივ თანხვედრაშია ჯერ არშობილ, მაგრამ დაბადების პროცესში მყოფ ახალ, ტრადიციონალისტურ-კონსერვატორულ პარადიგმასთან მიმართებაში. ასევე, მორიგი გადაღებვის დაუშვებლობაზე, რისი ნიშნები არის მრავლად.
- ჰმ, 2024/25 წლების უმნიშვნელოვანესი არჩევნებია მომდგარი და ამის მიუხედავად ფუნდამენტური ცვლილებები იგვიანებს. არადა, პორტალის სტატისტიკა მოწმობს რომ, ათასობით მოქალაქე გაეცნო ჩვენი ციკლის თითოეულ ეპიზოდს. მაგრამ, ეტყობა მეტი გულწრფელობა იყო საჭირო, რომ უფრო გაგვეაქტიურებინა მოქალაქეები. ანდა, უბრალოდ არ მისულა იმ პასუხისმგებელ პირამდე, ვის კომპეტენციაშიცაა გაჟღერებული პრობლემების მოგვარება?
- იქნებ, – რაც მეტადრე სამწუხაროა; რადგან მდგომარეობა ნამდვილად იმაზე რთულადაა, ვიდრე პირველი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, – თუ შედეგზე ორიენტირებულნი ვართ და არა წინსვლისა თუ ტრანსფორმაციების იმიტაციაზე. მოკლედ, არ ვიცი გზავნილმა მიაღწია ზოგადეროვნული მასშტაბით გავლენიან ადრესატამდე თუ არა, ან უბრალოდ იგვიანებს პასუხი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პირნათლად შევასრულე მოქალაქეობრივი ვალი როგორც სახელმწიფოს, ასევე „ანტიმიშისტური“ მოძრაობის წინაშე. რაც შეეხება მოსაზრებას, – „მაკლდა თუ არა გულწრფელობა“, გიპასუხებ გულწრფელად რომ თავს ვიკავებ მეტი კონკრეტიგისგან, მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებების გამო. ასე ვთქვთ, რომ მეორეხარისხოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებამ, იმ „დიდს“ არ ავნოს – რასაც საზოგადოებრივი მედიის „დე_მიშიზაცია“, ინსტიტუტების მაქციებისგან გათავისუფლება, და რეგიონიდან მემარცხენე ლიბერლიზმის ამოძირკვა ჰქვია.
- მესმის, ანუ უნდა შეგვეძლოს დიდი მიზნის დანახვა პატარა მიზნების კასკადის მიღმაც?
- რა თქმა უნდა და მაგიტომაც, ტრენდებზე და არა ფაქტებზე ვამახვილებ ყოველთვის ყურადღებას. გამოცდილი ჟურნალისტი ხარ, და მოგეხსენება რომ ფაქტების სელექცია ფასეულობების პრიზმაში ტარდება ნებისმიერ შემთხვევაში, – უნდა ეს ადამიანს თუ არა. ის, კონტექსტიდან გამომდინარე ხედავს მოვლენებს და დომინანტი ნარატივის მიხედვით აფასებს ფაქტებსაც. მით უფრო გამძაფრებულია ეს, საინფორმაციო ნაკადში მუდმივად მყოფ ჟურნალისტთა კორპუსში და ე.წ. ქართველთა „ექსპერტების“ სკოლაში (იცინის). ანუ, ბედის ირონიაა ის რომ, სწორედ იმათშია ბევრად მეტი სუბიქტურობა “by default”, ვისაც პრეტენზია ობიექტურობაზე გააჩნია იმაზე მეტი, ვიდრე იმ დანარჩენ კლასტერებს, რომლებიც ჩართულია „სოციალურ ინჟინერიაში“, ანუ სახელმწიფოს მშენებლობაში და არანაკლებ პრეტენზიულად ახმოვანებენ თავ-თავისი რეფერენტული ჯგუფების გულნადებს. ასე და ამგვარად, ვცხოვრობთ იმ ტიპის მარადიულ სიუჟეტში, – როცა “ბრმა ბრმას წინ უძღვის, და ორივე ორმოში ვარდება” საბოლოოდ.
- ეს, თუ ალგორითმს არ შევცლით, არა? მოკლედ, ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მართალი სიტყვა, კეთილსინდისიერი ანალიზი, ობიექტური მიმოხილვა, ფაქტის უტყუარობა შეუძლებელი ხდება. რადგან, ლამის ყველაფერი ინტერპრეტაცია გამოდის. ეს რელევანტობა, ამა თუ იმ დოზით ჩვენს „საუბრებსაც“ შეეხება, ხოდა გამოსავალი რაშია მაშინ?
- გამოსავალი, პირველი შეხედვით ამ მოჯადოებული წრიდან იმაშია რომ, რაც შეიძლება ნათლად უნდა დავსახოთ „დიდი“. ანუ, სტრატეგიული მიზანი რომელიც შუქურასავით გაგვინათებს გზას და არ მოგვცემს ჩაძირვის საშუალებას დეტალების ჭაობში. თუ გენებოს, – ვერსიების, ან ნარატივების ლაბირინთში. უფრო გასაგებად, მასობრივ ენაზე რომ განვმარტო – სოლიდურ, აკადემიურ დონეზე გამომუშავებულ მოდერნისტულ და არამც ამორფულ, მიტინგებზე და სუფრაზე შობილ პოსტმოდერნისტულ მიდგომებშია გამოსავალი. რადგან, პოსტმოდერნისტული მეთოდოლოგიის დომინირების შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, არათუ ობიექტურობის შენარჩუნება, თუგინდ ამ კონკრეტულ „საუბრებში“-მეთქი. არამედ, თან რომ განვაზოგადო – ქვეყნის, რეგიონისა თუ ქალაქის კომპეტენტური მართვაც კი. ცალკეულ, სახელმწიფოწარმომქნელ, ისეთი სფეროების ჩაშლა-დეტალიზირებას რომ გავანებო თავი, როგორიც ეკონომიკა, ან კულტურაა. თუმცაღა, ორიოდე სიტყვით დავსძენდი საკითხის მნიშვნელობიდან გამოდინარე რომ, ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკა ყოვლად უნამუსო საფინანსო-საბანკო კაპიტალის მძევლად იქცევა და საბოლოო ჯამში წარმოების სრული განადგურებით სრულდება. კულტურა ხომ საერთოდ, პოსტმოდერნისტული მიდგომებისას, შესაძლოა წერა-კითხვის უცოდინარ დუქნის მომღერლებს მიბარდეს და პოსტმოდერნის ხიბლში მყოფ პასუხისმგებელ პირებს კი, ეს ჩვეულ ამბათ მოეჩვენოთ. ნონსენსი, რომელიც შთამომავლობის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების თვალსაზრისით, ქვეყნის ღალატის ტოლფასია! აუცილებლად გემახსოვრება ეს ისტორიული იგავი; ჩერჩილისთვის, ომიანობის პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტი მიუტანიათ გადასახედათ. აღმოაჩინა რა უკიდურესად შემცირებული ხარჯი კულტურაზე, უთქვამს – „თუ კულტურა არ გვექნება, რა ჯანდაბისთვის ვომობთ მაშინ“_ო. ხოდა, ახლა ექსტრაპოლირება რომ მოვახდინოთ ამ ამბის ჩვენზე. მეტადრე ნათლად გამოჩნდება, რომ მხოლოდ თანხებზე კი არაა საუბარი ჩვენს შემთხვევაში, არამედ უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაზე გარემოებების მიუხედავად. ანუ, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო – ქართული კულტურა პრიორიტეტული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში! შესბამისად მესვეურნიც, უნდა შეესაბამებოდნენ უმაღლეს სტანდარტებს და არა „პაპსავიკი“, მით უფრო ახლო წარსულში „მიშისტი“ მომღერლებისთვის, ანდა გადაღებილი ნეო_ლიბერალებისთვის იყოს ასპარეზად ქცეული ეს უმნიშველოვანესი სფერო.
- ზემორე, მე ალგორითმის შეცვლა ვახსენე; შენ კი, საუბრის თავში აღნიშნე რომ, გამომუშავება ტაქტიკის, აკადემიურ დონეზე, მოდერნისტული პროექტებით, და არამც მიტინგებზე თუ სუფრაზე შობილ პოსტმოდერნისტულ მიდგომებით უნდა ხდებოდეს. ხოდა, ტრადიციისამებრ, კონკრეტული წინადადებით ხომ არ გაგეშალა ეს საკითხიც, და ბარემ რომ მოვრჩეთ ეს თემაც?
- კეთილი, – ბერძნულ მითოლოგიაში არსეობობდა გოლიათი არგუსი, მისი სხეული უამრავი თვალით იყო დაფარული. რის გამოც, ის „სრულად“ ხედავდა იმას, რასაც სხვა ფრაგმენტებად აღიქვამდა. საით მიმყავს ახლა და, რომ ვუღრმავდები სიტუაციას, სულ უფრო მივდივარ დასკვნმდე, – ვინც არ უნდა იყოს სათავეში, ვერაფერს გახდება სათანადო ორგანოს არსებობის გარეშე. რაგინდ გენიალური იყოს, თუგინდ სულ ვარსკვლაბს წყვეტდეს მისი გარემოცვა, „სრული“ ხედვის ნაკლებობა მაინც ექნება. ანუ, სეკულარულ ენაზე რომ გადავიტანო ეს ალუზია, იმას ნიშნავს რომ ჩვენც რაღაც გოლიათი არგუსის დარი ინსტიტუტი გვჭირდება. დაკომპლექტებული, – მაღალი კლასის ანტროპოლოგებით, ეკონომისტებით, კოგნიტივისტისტებით, გამორჩეული ძალოვნებითა და მედია_მუშაკებით, სოციოლოგებით, კულტუროლოგებით და ა.შ. ეს პირველ ყოვლისა, იმისთვისაა საჭირო რომ, ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ ჯერ უტყუარი დასკვნა დაიდოს, მერე კი მაღალი ლეგიტიმაციით მოხდეს მისი ინდოქტრინაცია ერში და ა.შ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რისთვისაც მინდოდა აჭარის ტელევიზიის დირექტორობა და ალბათ „ჩანერგილთაგან“ ვიღაც-ვიაღაცეებმა მიმიხვდნენ ჩანაფიქრს, რის გამოც არ მომეცა ეს ადგილი ამ ეტაპზე. თუმცაღა, ამაზე სხვა დროს იყოს. რაც ძირითად საკითხს შეეხება, ვგონებ ახლა მეტადრე გასაგები უნდა იყოს ისიც, თუ რატომ არ აქვს დიდად აზრი, კონკრეტული ფაქტების და სახელების მოყვანას აქ, – თუ ის ფასეულობები და დოქტრინა არ შეიცვალა, რამაც შვა ეს სახეები და ფაქტები. სხვა დანარჩენს აბა რაც შეეხება, კი ვთქვით და გავიმეორებ კიდეც არაერთხელ, სანამ გამოსწორება ის რაც აფერხებს ჩემს ქალაქს და აჭარას; რომ virtus_ი არაა, რომ მაამებლობა სუფევს გულისამრევი, სოც_ლიფტი კი ვირთხულია. რომ გაბატონებული მუსიკა დუქნისაა, დომინანტი მიდრეკილებები ვაჭრის, მხატვრობა ფინაჩი, არქიტექტურა ფერმის ესთეტიკის დარი. “სოც_ინჟინერია” самиздат_ის დონისაა, სახეები კი უსახური, “ერთობა” ეკლექტური, ფოლოუერები დაბნეული და პროაქტიულობა ნულოვანი, civitas_ი კი ინერციული, და განა რთულია ამ ატმოსფეროს კრეატორების კონკრეტული სახელ-გვარების ამოკითხვა ამ პატარა აჭარაში? როდი!.. (გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე